სამეცნიერო პრემია თამარი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2017 წელს დაფუნძნდა. პრემია უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერებს კონკურსის წესით სამეცნიერო აქტივობების საფუძველზე ორ წელიწადში ერთხელ ენიჭება.
თამარ მეფის სახელობის სამეცნიერო პრემია უკვე წლებია სტიმულის მიმცემია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერთათვის, რომელიც ხელს უწყობს მათ კვლევებისა და სხვა სამეცნიერო აქტივობების განსახორციელებლად.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით პრემია "თამარის" დაჯილდოების ცერემონია სამჯერ ჩატარდა:
- 2022 წლის 3 მაისს „თამარის“ რიგით მესამე დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
ღონისძიებაზე გამარჯვებულები საზეიმო ვითარებაში გამოვლინდნენ. მათ ფულადი ჯილდო (სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ორ კონკურსანტს 3000/3000 ლარი გადაეცათ, I პრემია - 3000 ლარი, II პრემია - 2000 ლარი, III პრემია - 1500 ლარი, IV პრემია - ახალგაზრდა მეცნიერისთვის 1000 ლარი) და კომპანია „ზარაფხანას“ მიერ დამზადებული მოოქროვილი მედლები გადაეცათ.
I პრემია - დავით მაღრაძე, მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო მიმართულებით, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
II პრემია - სოფიო კასრაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს ასოცირებულ პროფესორი;
III პრემია - ვახტანგ მაისაია, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი;
IV პრემია ნომინაციაში "ახალგაზრდა მეცნიერი" - თამთა წირქვაძე, სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, დოქტორანტი;
სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (კონსტიტუციონალიზმი) - აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე და ასოცირებული პროფესორი ბექა ქანთარია.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
- 2020 წლის 28 თებერვალს სამეცნიერო პრემია „თამარის“ რიგით მეორე დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
პრემიის ლაურეატები 32 პრეტენდენტიდან შეირჩნენ, რომლებსაც 2018-2019 წლებში აქტიური სამეცნიერო მოღვაწეობა ჰქონდათ.
ღონისძიებაზე გამოვლინდნენ I, II და III პრემიის ლაურეატები, რომლებსაც შესაბამისად 3000, 2000 და 1000 ლარი გადაეცათ, ასევე კომპანია „ზარაფხანას“ მიერ დამზადებული სპეციალური მედლები.
I პრემია - სოფიო კასრაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიურ დოქტორი;
II პრემია - ზაქარია ნანობაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ;
III პრემია ნომინაციაში „ახალგაზრდა მეცნიერი“ - ირმა ბარათაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებულ პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი;
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
- 2017 წლის 27 დეკემბერს სამეცნიერო პრემია "თამარის" რიგით პირველი დაჯილდოების ცერემონია ქორთიარდ მარიოტის წვეულებათა დარბაზში გაიმართა.
კომისიამ პრემია - ,,თამარის” კონკურსზე დარეგისტრირებული 29 მეცნიერიდან - გამარჯვებულები მკაცრად გაწერილი კრიტერიუმებითა და შეფასების სისტემით გამოავლინა.
ღონისძიებაზე გამოვლინდნენ I, II და III პრემიის ლაურეატები, რომლებსაც შესაბამისად 3750, 2500 და 1250 ლარი გადაეცათ, ასევე კომპანია „ზარაფხანას“ მიერ დამზადებული სპეციალური მედლები.
პირველი პრემია - მანანა მარიდაშვილი, მედიცინის დოქტორი, CIU-ს ასისტენტ-პროფესორი.
მეორე პრემია - სოფია კასრაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს ასოცირებულ პროფესორი;
მესამე პრემია ნომინაციაში "ახალგაზრდა მეცნიერი" - მარიამ ჯიქია
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
სამეცნიერო პრემიას სახელწოდება კავკასიაში პროგრესული და ჰუმანური პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის - თამარის პატივსაცემად ეწოდა, აღნიშნული ინიციატივა კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით განხორციელდა.
სამეცნიერო პრემია, რომელიც 2017 წელს დაფუძნდა, გათვალისწინებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოღვაწე წარმატებული მეცნიერებისთვის, რომლებიც გამორჩეულნი არიან თავიანთი აქტიურობით, სამეცნიერო ნაშრომებით, საერთაშორისო პროექტებითა და გამოქვეყნებული პუბლიკაციებით.