,,ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი“ წარმოადგენს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შიდა სტრუქტურულ ერთეულს და შედის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემადგენლობაში. ინსტიტუტის მიზნებია უნივერსიტეტში სტრატეგიული ასიმეტრიული საფრთხეების - ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოლოგიური საფრთხეების შესწავლისა და ანალიზის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და კოორდინაცია; სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მოზიდვა და განხორციელება/ხელშეწყობა; ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოლოგიური საფრთხეების საკითხებში ამსახველი მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესწავლა, პრობლემების იდენტიფიცირება და მათგან არსებული კონკრეტული გამოწვევების შესახებ კვლევის შედეგების წარდგენა, როგორც სამხედრო, ეკონომიკურ და ასევე საინფორმაციო ფორმატებში; უნივერსიტეტის ფარგლებში ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოლოგიური საფრთხეების მიმართულებით მიმდინარე/დაგეგმილი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელშეწყობა და კოორდინაცია, სამეცნიერო კვლევების სასწავლო პროცესთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ამოცანებია სტრატეგიული ასიმეტრიული საფრთხეების - ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოლოგიური საფრთხეების პოლიტიკის შესწავლა, კვლევა, დამუშავება და ანალიზი; საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ასევე სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან ინსტიტუციონალური თანამშრომლობა სამეცნიერო სფეროში; სტრატეგიული ასიმეტრიული საფრთხეების - ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოლოგიური საფრთხეების თემაზე კონფერენციების მოწყობა, ასევე სხვადასხვა სახის სამეცნიერო-კვლევითი და შემეცნებითი ღონისძიებების გამართვა, პერიოდული გამოცემების მომზადება; სამეცნიერო კვლევითი საჭიროებისათვის გრანტების მოზიდვა სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებიდან; ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მიერ გამართულ კონფერენციებში მონაწილეობა; საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება.
ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი - ალიკა გუჩუა, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი.
ტელ: +995 557 960145
ელფოსტა: alika_guchua@ciu.edu.ge
ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მრჩეველი - ვახტანგ მაისაია, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი.
ელფოსტა: vakhtang.maisaia@ciu.edu.ge
სამეცნიერო აქტივობები
კონფერენციები
- 2024 წლის 18 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის თანამედროვე გამოწვევები“. კონფერენციის თანაორგანიზატორები იყვნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და მისი ეგიდით „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი“, კსუ-ს სამართლის ფაკულტეტი და კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის (პოლონეთი).
- 2023 წლის 14-15 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოება და მასიური განადგურების იარაღი - ასიმეტრიული სამხედრო გამოწვევები და რეგიონალური უსაფრთხოების დილემა“.კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან CIU-ს „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი“ და „მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრი უკრაინაში (STCU)“.
გამოცემები:
- 2024 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფინანსებით „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის“ მიერ გამოიცა მონოგრაფია „ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გავლენა გლობალურ პოლიტიკაზე“, რომლის თანაავტორები არიან: პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი - ვახტანგ მაისაია, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი - ალიკა გუჩუა და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი - თორნიკე ზედელაშვილი. წიგნი მოიცავს მნიშვნელოვან AI ტექნოლოგიურ და პოლიტიკურ საკითხებს - ხელოვნური ინტელექტის არსი, მანქანათმცოდნეობა, ღრმა სწავლება, ნერვული ქსელები, ბუნებრივი ენის დამუშავება, ჩეთბოტების განვითარების ასპექტები, სხვადასხვა ქვეყნების ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიები, პოზიციები, უახლესი პოლიტიკურ-ტექნოლოგიური მოვლენები, წამყვანი და განვითარებადი ქვეყნების ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები. რჩევები და რეკომენდაციები - როგორ ავიცილოთ თავიდან AI ტექნოლოგიების გამოყენებით თავდასხმები, როგორც რეალურ, ასევე კიბერსივრცეში, რა შესაძლებლობები გააჩნიათ დღეს აგრესორ სახელმწიფოებს და არასახელმწიფო აქტორებს, რუსეთ-უკრაინის ომში გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები და სხვა.
- 2023 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დაფინანსებით „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის“ მიერ გამოიცა ქართულ და ინგლისურ ენაზე, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის, გორდა ღიბრაძის წიგნი - „სამხედრო კონფლიქტებისა და ბირთვული უსაფრთხოების ფაქტორი 21-ე საუკუნეში“. წიგნში განხილულია ბირთვული უსაფრთხოების საკითხი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან თემად ითვლება თანამედროვე მსოფლიოში. ის განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკრაინაში მიმდინარე პროცესების შემდეგ. უსაფრთხოების თემას უკავშირებენ ახალი მსოფლიო წესრიგის მოწყობასა და თანამედროვე გამოწვევებს, რომელთა წინაშე მსოფლიო აღმოჩნდა. არსებული სამხედრო კონფლიქტები, რომლებიც დღესდღეობით მიმდინარეობს დიდ გამოწვევად ითვლება თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემისათვის. ასევე ნაშრომში საუბარია კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, რომელიც საერთო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მთავარ მოქმედ ცენტრად აღიქმება. წიგნში გამოყოფილია საერთაშორისო უსაფრთხოების სამი განზომილება: პოლიტიკური, სამხედრო და საინფორმაციო ფორმატი, რომელიც ,,რბილი ძალის“ თეორიის ფორმატშია განხილული. წიგნში ავტორი განიხილავს ბირთვული უსაფრთხოების შეკავების როლს, რომელსაც ფუნდამენტური ადგილი უჭირავს თანამედროვე სამყაროში, უსაფრთხო გარემოს შექმნის კუთხით.
- 2022 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფინანსებით ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოიცა მონოგრაფია „ციფრული ტექნოლოგიების საუკუნე და კიბერუსაფრთხოების თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკური გამოწვევები“.
სამეცნიერო გრანტი
- 2022 წლის ნოემბერში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კვლევითი ინსტიტუტის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მიერ მოიპოველ იქნა სამეცნიერო-კვლევითი გრანტი: STCU PROJECT 9609A – CURRENT LETTER L01. რომელიც ითვალისწინებს კონფერენციის მოწყობას, სამეცნიერო-კვლევითი მონოგრაფის გამოცემას და კვლევების ჩატარებას ბირთვული, ქიმიური, რადიოლოგიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე.