კონკურსანტის ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ), „CV“;
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლები (უნივერსიტეტს უფლება აქვს, კონკურსანტს ან უკვე ჩარიცხულ დოქტორანტს მოსთხოვოს კანონმდებლობის შესაბამისად დიპლომის აღიარების შესახებ დოკუმენტის წარმოდგენა. აღიარების დოკუმენტის გონივრულ ვადაში წარმოუდგენლობა არის ჩარიცხვაზე უარის ან ჩარიცხული დოქტორანტის ჩარიცხვის ბათილობის საფუძველი);
ფოტოსურათი ამობეჭდილი და ელექტრონული სახით (CD დისკით), ზომით 3X4 (სმ);
მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისთვის);
ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.(Toefl, IELTS, FCE, CAE) სერტიფიკატის წარდგენისგან თავისუფლდება კონკურსანტი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს ინგლისურ ენაზე. კონკურსანტი, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ვალდებულია, ინგლისურში გამოცდა ჩააბაროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრში;
ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში;
სამოტივაციო წერილი საკვლევ თემასთან დაკავშირებით;
ორი სარეკომენდაციო წერილი, შესაბამისი დარგის აკადემიური წრეებიდან (პროგრამის პროფილით კონკურსანტის სამუშაო გამოცდილების არსებობის შემთხვევაში, ერთი სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი დარგის აკადემიური წრეებიდან, მეორე - დამსაქმებელი კომპანიიდან ან ორგანიზაციიდან);
შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
საკვლევი თემის პროექტი, რომელიც მოიცავს:
დოქტორანტობის კანდიდატის ხედვას თემის აქტუალობისა და სიახლის შესახებ; მოაზრებული თემის სამეცნიერო და პრაქტიკულ ღირებულებებს; მეთოდებს, რომელთა მეშევეობითაც განახორციელებს კვლევას და ანალიზს; დასაბუთებულ წინასწარ შეხედულებას / მოლოდინს.
( კონკურსანტის პროგრამაზე ჩარიცხვის შემდგომ შესაძლებელია წარმოდგენილი პროექტის თემატიკის სრულად ან ნაწილობრივ ცვლილება, დოქტორანტის ინტერესებიდან გამომდინარე).