ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი ცოდნის, თეორიების და მოდელების შექმნას, კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრაციას, ახალგაზრდა მკვლევრების ჩართვას კვლევით პროცესში, ახალგაზრდების მოზიდვას, ინტერნაციონალიზაციას, უნივერსიტეტსა და უცხოურ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი კვლევების წარმოებას და მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევების განვითარებას. კვლევის შედეგებს გრძელვადიან პერსპექტივაში წვლილი უნდა შეჰქონდეს მეცნიერულ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ა.შ. განვითარებაში ეროვნულ ან/და საერთაშორისო დონეზე.
კონკურსში მონაწილე პროექტები თემატურად უნდა შეესაბამებოდეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და წვლილი უნდა შეჰქონდეთ მათ განვითარებაში. პროექტის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებების მიხედვით:
გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ პორტალის სიახლეების კატეგორიაში.
აკადემიური და სამეცნიერო აქტივობების დაფინანსების წესები
აკადემიური და სამეცნიერო აქტივობების დაფინანსების წესები, მოიცავს პუბლიკაციების გამოქვეყნების, სამეცნიერო-აკადემიური ღონისძიებების მოწყობის, სამეცნიერო-აკადემიურ ღონისძიებებში მონაწილეობის და სხვა ინიციატივების დაფინანსებას. დაფინანსების პირობები დაფუძნებულია რეცენზირების სისტემაზე, პასუხისმგებლობით გამოყენებულ რაოდენობრივ კრიტერიუმებსა და გამჭვირვალე პროცესებზე. დაფინანსების მოთხოვნის მიზნით უნდა მიმართოთ შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატს.
გრანტების და კვლევითი აქტივობების თანადაფინანსება
უნივერსიტეტი თანადაფინანსებით მხარს უჭერს აკადემიურ პერსონალსა და ახალგაზრდა მეცნიერებს, სხვადასხვა საგრანტო დაფინანსების მოსაზიდად და განსახორციელებლად. 2019 - 2024 წლებში CIU-ს აფილირებული აკადემიური პერსონალის და სტუდენტების მიერ მოზიდულ გრანტებს სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებიგან ჰქონდათ CIU-ს ფინანსური მხარდაჭერა თანადაფინანსების სახით 148 743 ლარის ოდენობით. თანადაფინანსების მოთხოვნის მიზნით კონსულტაციისა და შუამდგომლობისთვის უნდა მიმართოთ სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტს.