კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2024 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში წარმოდგენილი იყო ცხრა საპროექტო განაცხადი. თითოეული პროექტი შეფასდა დამოუკიდებელი გარე ექსპერტების მიერ. საბოლოო ქულა წარმოადგენს მათი შეფასებების საშუალო არითმეტიკულს. კონკურსის პირობების თანახმად, დაფინანსების მისაღებად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა, რომ საპროექტო განაცხადებმა გადალახონ მინიმალური 40 ქულიანი ზღვარი (50-დან). კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის 2024 წლის მეორე ნახევრის ბიუჯეტის შესაბამისად გამარჯვებულია სამი საუკეთესო პროექტი.
2024 წელს გამარჯვებული პროექტების სია:
პროექტის სათაური |
ფაკულტეტი |
შეფასების ქულა |
ბიუჯეტი |
საქართველოს პოპულაციაში ეპილეფსიის გენეტიკური საფუძვლებისა და გენური მუტაციების ფენოტიპური მახასიათებლების შესწავლა განვითარებითი და ეპილეფსიური ენცეფალოპათიების დროს |
მედიცინა |
49 |
35,000 |
elDAS ევროპული რეგულაციები და სმარტ აიდის (Smart ID) ინოვაციური სანდო კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის დანერგვა ციფრულ მმართველობაში |
სამართალი |
48.5 |
30,000 |
ვაზის გენოტიპების წიპწების გაღივების საფუძვლების გამოკვლევა მათი გამრავლების პოტენციალის დადგენისა და სასელექციო-საწყისი მასალის შექმნისათვის |
მევენახეობა-მეღვინეობა |
48 |
34,850 |
კონკურსში ასევე მონაწილეობდა შემდეგი პროექტები:
ესპანურენოვანი და ამერიკული მაგიური რეალიზმის მითო-პოეტიკა და მისი გამოვლინება ქართულ ლიტერატურაში (ხუან რულფოო-„პედრო პარამო,“ ტონი მორისონი- „საყვარელი,“ ზურაბ ქარუმიძე - „დაგნი, როგორც სიყვარულის აღაპი“) |
47.5 |
სამეცნიერო კვლევის განხორციელება თემაზე: „მსოფლიო გეოგრაფია. პოლიტიკური, ეკონომიკური, ისტორიული და დემოგრაფიული ასპექტები” |
46 |
ძილისა და სიფხიზლის ხარისხის გაუმჯობესების შეფასება ცირკადული რითმის კორექციის მიხედვით „ლომუსის ძილის ჭკვიანი ნიღბის“ მეშვეობით პარკინსონს დაავადების მქონე პირებში ძილის ცირკადული დარღვევებით - პილოტური კვლევა |
45.5 |
სახელმწიფოთა პასუხისმგებლობა კიბეროპერაციებთან მიმართებით: შიდა და საერთაშორისო სამართლებრივი ანალიზი |
42 |
კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურის საკითხების გაშუქების კვლევა მე-20 საუკუნის ქართულ ემიგრანტულ მედიაში |
39.5 |
„პირის ღრუში ლოკალიზებული დერმატოლოგიური დაავადებების ეტიოპათოგენეზური, კლინიკური და ეპიდემიოლოგიური თავისებურებები “ |
31 |
სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებას უსურვებს სამეცნიერო საქმიანობაში!