სამეცნიერო საქმიანობის შეფასების და წახალისების სისტემის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მსხვილ გრანტებთან ერთად შემუშავებული აქვს მეცნიერთა ყოველწლიური პრემირების სისტემა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2018 წლიდან დანერგილია სამეცნიერო და აკადემიური აქტივობების ყოველწლიური შეფასების სისტემა და პროცედურები, რაც თანმიმდევრულად ვითარდება უფრო ხარისხიანი კვლევითი აქტივობების და საერთაშორისო ხილვადობის წახალისების მიზნით.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალი ყოველწლიურად აგზავნის სამეცნიერო და აკადემიური აქტივობების ანგარიშს შესაბამისი მტკიცებულებებით. შეფასების სისტემაში გამოყოფილია კონკრეტული საპრემიო აქტივობები, რომელთა შესრულების საფუძველზეც გათვალისწინებულია ერთჯერადი დანამატის გაცემა ხარისხობრივად მაღალი სამეცნიერო აქტივობისთვის და მადლობის გამოცხადება აკადემიური პერსონალისთვის.
2023 წელს მაღალი სამეცნიერო აქტივობისთვის, პრესტიჟულ საერთაშორისო ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიებისა და საგრანტო კონკურსებში მოპოვებული წარმატებისათვის უნივერსიტეტის მხრიდან აკადემიურ პერსონალზე გაიცა პრემია 21250 ლარის ოდენობით. „აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-აკადემიური საქმიანობის შეფასების და წახალისების წესის“ თანახმად, 2023 წელს ყოველწიური დანამატი გადაეცა და მადლობა გამოეცხადა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის 17 წარმომადგენელს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.