მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში
CIU-ს აფილირებულმა პერსონალმა 2018-2024 წლებში მონაწილეობა მიიღო 99 საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში, რომლებიც ორგანიზებული იყო საერთაშორისო კვლევითი ცენტრების და/ან უნივერსიტეტების მიერ, ხოლო 121 საერთაშორისო ან ადგილობრივ სამეცნიერო ღონისძიებაში, რომლებიც ორგანიზებული იყო საქართველოს კვლევითი ცენტრების და/ან უნივერსიტეტების მიერ.
ორგანიზებული კონფერენციები
- 2024 წლის 15 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 7 სექციისგან შედგებოდა: ბიზნესი და ტექნოლოგიები, მედიცინა, მევენახეობა-მეღვინეობა, ჟურნალისტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი, მომავალი სტუდენტები (მოსწავლეები). კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვის შესაძლებლობა მიეცათ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოწაფეებს. აღნიშნული კოლაბორაცია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. იხილეთ პროგრამა / აბსტრაქტების კრებული
- 2024 წლის 9-10-11 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით „ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც 9 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიხსნა. კონფერენციის მეორე დღე კავკასიის საერაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც 5 დარგობრივი სექცია და მეწარმეების გამოფენა იყო წარმოდგენილი, მესამე დღეს კი სამეცნიერო აქტივობებს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
კონფერენციაში ჩაერთო სხვადასხვა ქვეყნისა და უნივერსიტეტის 140-მდე წარმომადგენელი, ასევე, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო ბიზნესსტრუქტურები.
პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი არის ღონისძიების მასპინძელი, პროექტის წამყვანი და თანადამფინანსებელი ორგანიზაცია. თანამონაწილე ორგანიზაციების სახით ჩართულები იყვნენ: ალკალას უნივერსიტეტის მეწარმეობის სკოლა (ესპანეთი) და დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტი (გერმანია); პროექტის პარტნიორები არიან: სააგენტო "აწარმოე საქართველოში", მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA), გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი - UN Global Compact Network Georgia, ფინანსური განათლების პორტალი - „ფინედუ“ და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
CIU-ს მიერ ორგანიზებული აღნიშნული სამეცნიერო ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ უახლესი სამეცნიერო კვლევების განვითარებას და ინტერნაციონალიზაციას საქართველოში, ასევე, აკადემიურ, საჯარო და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა მეცნიერთა შორის.
კონფერენციის მონაწილეების ორმაგი რეცენზირებით შერჩეული სტატიები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის "საერთაშორისო ჟურნალ სოციალურ მეცნიერებებში" გამოქვეყნდა. აღნიშნული გამოცემა იხილეთ ბმულზე: https://journal.ciu.edu.ge/latest
კონფერენციის პროგრამა
კონფერენციის აბსტრაქტების კრებული.
- 2023 წლის 10 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც 200 მდე მომხსენებელი მონაწილეობდა, 7 სექციისა და 15 ქვესექციისგან შედგებოდა: საერთაშორისო ურთიერთობები; ჟურნალისტიკა; ბიზნესი და ტექნოლიგიები; სამართალი; მევენახეობა-მეღვინეობა; მედიცინა; მომავალ სტუდენტთა სექცია (მოსწავლეები). იხილეთ პროგრამა / აბსტრაქტების კრებული.
- 2022 წლის 11-12 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ონლაინ ფორმატში. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო რვა სექცია: ბიზნესი, მედიცინა, მევენახეობა-მეღვინეობა ჟურნალისტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი, ირანისტიკა და მომავალ სტუდენტთა სექცია (მოსწავლეებისთვის). კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებმა. ასევე, კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვის შესაძლებლობა მიეცათ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოწაფეებს. აღნიშნული კოლაბორაცია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. იხილეთ პროგრამა. / თეზისების კრებული.
-2021 წლის 1-ლი ოქტომბერი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და „დუბლინ სიტი უნივერსიტეტის“ (Dublin City University) ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია „ონლაინ დეზინფორმაციის რეგულირება: კომპარატიული პერსპექტივები“ ონლაინ ფორმატში გაიმართა. საერთაშორისო კონფერენციის პლენარულ სხდომაზე მონაწილეებმა ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ ონლაინ დეზინფორმაციით გამოწვეული პრობლემების რეგულირებისა და თვითრეგულირების ფორმებზე იმსჯელეს. მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გაიმართა ასევე საქართველოში ონლაინ დეზინფორმაციის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე. იხილეთ პროგრამა.
- მე-6 საერთაშორისო კონფერენცია - "სიმსივნის იმუნოთერაპია და იმუნომონიტორინგი" გაიმართა ქალაქ თბილისში, სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერიაში" 29 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით. ღონისძიება გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. გრანტის მიმღებია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თანამონაწილეა - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. კონფერენციას ასევე უმასპინძლა - დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა. კონფერენცია გაიხსნა 29 აპრილს 14.00 საათზე სასტუმრო“რედისონ ბლუ ივერიას“ საკონფერენციო დარბაზში. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საერთაშორისო და ლოკალური კომიტეტების თავმჯდომარეები.
„სიმსივნის იმუნოთერაპიის და იმუნომონიტორინგის“ (სითიმ) კონფერენცია არის მასშტაბური, მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიება. ის წარმოადგენს 10 წლიანი ტრადიციის გაგრძელებას და თბილისში წლევანდელი სამეცნიერო ფორუმი არის საიუბილეო მნიშვნელობის. „სითიმ კონფერენციის“ მუშაობაში მონაწიელობას იღებენ საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებსა და კვლევითი ცენტრებში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც წარმოადგენენ სიმსივნის იმუნოლოგიის, იმუნოთერაპიისა და იმუნომონიტორინგის ინოვაციური კვლევის შედეგებსა და თანამედროვე მიღწევებს. ღონისძიბაში მონაწილობს 130 უცხოელი სტუმარი ამერიკისა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
იხილეთ ღონისძიების პორტალი
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით 2019 წლის 1-5 აპრილს ქ. თბილისში ჩატარდა „მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენცია „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019“. უნივერსიტეტებთან ერთად სკოლა კონფერენციას 5 დღის განმავლობაში უმასპინძლეს პარნტიორმა ორგანიზაციებმა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC). უნივერსიტეტებთან ერთად სკოლა კონფერენციას 5 დღის განმავლობაში უმასპინძლეს პარნტიორმა ორგანიზაციებმა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC). იხილეთ ღონისძიების პორტალი და შრომების კრებული.
სტუდენტების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის რეალიზებისა და განვითარებისთვის უნივერსიტეტი ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას, რათა ერთი მხრივ, მოხდეს შიდა საუნივერსიტეტო ძალების განვითარება და მეორე მხრივ, გაღრმავდეს კსუ-ს ინტეგრაცია მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცესთან.
-2021 წლის 12-13 ივნისი, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-9 საერთაშორისო კონფერენცია. იხილეთ პროგრამა. / თეზისების კრებული
-2020 წლის 12 ნოემბერი, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-8 საერთაშორისო კონფერენცია; იხილეთ პროგრამა.
-2019 წლის 25 მაისი, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-7 საერთაშორისო კონფერენცია; იხილეთ პროგრამა.
-2018 წლის 15-19 ივნისი,შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენციაში - "ინოვაციური ტექნოლოგიები კლინიკურ იმუნოლოგიაში: იმუნოდიაგნოსტიკიდან პერსონალიზებულ დამიზნებით იმუნოთერაპიასა და იმუნორეაბილიტაციისკენ" კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თანამონაწილე და თანადამფინანსებელი ორგანიზაციის სტატუსით მონაწილეობდა. პროექტის დასკვნითი სესიები, სტუდენტების მონაწილეობით გამართული სამეცნიერო დებატები და ფინალური ტესტირება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა. 19 ივნისს, როგორც კსუ-ს, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით, ორი სამეცნიერო დებატი გაიმართა. იხილეთ პროგრამა.
-2018 წლის 27 მაისი, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-6 საერთაშორისო კონფერენცია; იხილეთ პროგრამა.
-2017 წელი - სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომთა კრებული სამართლის აქტუალური საკითხები; იხილეთ სამეცნიერო ნაშრომთა კრებული.
-2017 წელი - საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ მესამე საერთაშორისო კონფერენცია; იხილეთ პროგრამა;
-2017 წლის 20 მაისი - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-5 საერთაშორისო კონფერენცია; იხილეთ პროგრამა;
-2016 წლის - საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენცია; იხილეთ პროგრამა;
-2016 წლის 11-13 ნოემბერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება: სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები; იხილეთ პროგრამა;
-2016 წლის 14 მაისს - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-4 საერთაშორისო კონფერენცია; იხილეთ პროგრამა;
-2015 წლის - საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ პირველი საერთაშორისო კონფერენცია; იხილეთ პროგრამა;
-2015 წლის 2 მაისს - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-3 საერთაშორისო კონფერენცია; იხილეთ პროგრამა;
-2014 წლის 4 მაისს - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-2 საერთაშორისო კონფერენცია; იხილეთ პროგრამა;
-2013 წლის 27 აპრილი - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა 1-ლი საერთაშორისო კონფერენცია;
-2012 წლის 26 მაისი - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეორე ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია;
-2011 წლის 25 აპრილი - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა პირველი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია;