ხელოვნური ინტელექტის და ტექნოლოგიების სამართლის კვლევითი ცენტრი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულია. (იხილეთ დებულება)
ცენტრის საქმიანობის მიზნებია ხელოვნური ინტელექტის სამართლის, სამართლის ტექნოლოგიების (LegalTech), ციფრული მმართველობის და ტექნოლოგიების სამართლის დარგების (ინტერნეტ სამართალი, ელექტრონული კომერციის სამართალი, სოციალური ქსელების სამართალი, სოციალური მედიის სამართალი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების სამართალი, სმარტ კონტრაქტები, ციფრული ხელმოწერები და ელექტრონული დოკუმენტები) სფეროში სამეცნიერო კვლევებისა და საგანმანათლებლო პროგრამების პოტენციალისა და მნიშვნელობის გაზრდა. აგრეთვე ხელოვნური ინტელექტის და ტექნოლოგიების სამართლის, სამართლის ინოვაციების მიმართულებით ჩართული მეცნიერებისა და სტუდენტების კვლევების მხარდაჭერა, სამართლის ფაკულტეტზე ინოვაციური სასწავლო და კვლევითი პროექტების განვითარების მხარდაჭერა, საგრანტო პროექტებში მონაწილეობა და მათი რეალიზაცია.
საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, ცენტრის ფუნქციებია:
- ხელოვნური ინტელექტის სამართლის რეგულირების, ეთიკური ხელოვნური ინტელექტის დანერგვის სფეროში თანამედროვე ტენდენციების კვლევა და რეკომენდაციების სახით სახელმწიფოსათვის მისი წარდგენა;
- სამართლის ტექნოლოგიების (LegalTech), ციფრული მმართველობის და ტექნოლოგიების სამართლის დარგების (ინტერნეტ სამართალი, ელექტრონული კომერციის სამართალი, სოციალური ქსელების სამართალი, სოციალური მედიის სამართალი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების სამართალი, სმარტ კონტრაქტები, ციფრული ხელმოწერები და ელექტრონული დოკუმენტები) სფეროში სამეცნიერო კვლევების ჩატარება;
- ჰაკათონების, სემინარების, კონფერენციების, ტრეინინგებისა და საზაფხულო/საზამთრო სკოლ(ებ)ის ორგანიზება;
- შესაბამისი პროფილის ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- ადგილობრივ და საერთაშორისო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა;
- სხვა საქმიანობა, რომელიც მისი მიზნებიდან გამომდინარეობს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და უნივერსიტეტის მისიასა და ხედვას.
ცენტრის საქმიანობას უზრუნველყოფს ცენტრის დირექტორი, რომელსაც დეკანისა და რექტორის რეკომენდაციით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის კანცლერი.
ცენტრის დირექტორი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი მეცნიერების და ინოვაციების საკითხებში, სამართლის ფაკულტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი ზვიად გაბისონია.
მისამართი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი, ჩარგლის 73, მე-6 სართული, 604 კაბინეტი.
ელ. მისამართი: zviad.gabisonia@ciu.edu.ge