2-4 სექტემბერს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა „მე-6 საერთაშორისო კონფერენცია პედიატრიასა და ნეონატოლოგიაში”, რომელსაც მოდერატორობა გაუწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა ყიფიანმა. მან ასევე წარადგინა მოხსენება მის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ თემაზე: „B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეფექტურობა და მასზე მოქმედი რისკ-ფაქტორების შესწავლა საქართველოს ბავშვთა პოპულაციაში”.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ წამყვანი სპეციალისტები ისეთი კლინიკებიდან როგორებიცაა: Great Ormond Street Hospital (ლონდონი, UK), Royal College (ლონდონი, UK) , Children’s Hospital in Philadelphia (აშშ), Oslo University Hospital (ნორვეგია) და სხვა.