შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის საგრანტო კონკურსებს აცხადებს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ახალგაზრდა მეცნიერებს და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის მეშვეობით სთავაზობს მათ შემდეგი სახის მომსახურებას:
- ინდივიდუალური კონსულტირება საგრანტო აპლიკაციის მომზადების პროცესში (საპროექტი წინადადების მუხლების განხილვა, ბიუჯეტის და გეგმა-გრაფიკის შედგენა, რეგისტრაციის წესები და პროექტის ატვირთვა GMUS-ში; პარტნიორების და უცხოელი კონსულტანტების მოძიება; სხვა)
- შუამდგომლობა თანადაფინანსების გამოყოფის თაობაზე, საჭიროების შემთხვევაში.
- სხვა ნებისმიერი საკითხი, რაც წარმოიშვება პროექტის მომზადების პროცესში.
გიზიარებთ რუსთაველის ფონდის მიმდინარე საგრანტო კონკურსებს:
1. ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი
მონაწილეობის მიღება შუძლია ახალგაზრდა მეცნიერს, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე (2024 წლის 1 მარტამდე) ბოლო 7 წლის განმავლობაში.
საპროექტო განაცხადის ტიპი - ინსტიტუციური
კონკურსის მიზანი - ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.
პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში - 2024 წლის 7 მარტიდან - 2024 წლის 15 აპრილის 16:00 საათამდე;
ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა - 2024 წლის 25 აპრილის 18:00 საათამდე;
2. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი
მონაწილეობის მიღება შუძლია საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომლის ხარისხის მინიჭების დღიდან, კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი.
საპროექტო განაცხადის ტიპი - ინდივიდუალური
კონკურსის მიზანი - გააღრმაოს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ერთობლივ ჩართულობას და ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კარიერულ განვითარებას.
ელექტრონული რეგისტრაცია - 2024 წლის 1-ელი მარტიდან - 8 აპრილის 16:00 საათამდე;
ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - 2024 წლის 12 აპრილის 17:00 საათამდე;
3. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2024 წლის საგრანტო კონკურსი
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა მეცნიერებს, დოქტორანტებს, ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებს.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, დოქტორანტებისა და ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის.
სტაჟირება უნდა განხორციელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან - 30 ნოემბრის პერიოდში.
DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის ბოლო ვადა - 19 მარტი, 2024 / 23.00 სთ;
ფონდის კანცელარიაში განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა - 2024 წლის 20 მარტი, 17:00 საათის ჩათვლით;