7 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ქეთევან ტყეშელაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „მედიაეთიკა და სასამართლო ხელისუფლება“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია: სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი - ხათუნა კაჭარავა, ოფიციალური რეცენზენტები კი: ჟურნალისტიკის დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - ლაურა კუტუბიძე და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი მედიის მიმართულებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი - ზაზა ცოტნიაშვილი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქეთევან ტყეშელაშვილს მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.