„აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-აკადემიური საქმიანობის შეფასების და წახალისების წესის“ თანახმად, 2023 წელს მაღალი სამეცნიერო აქტივობისთვის, პრესტიჟულ საერთაშორისო ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიებისა და საგრანტო კონკურსებში მოპოვებული წარმატებისათვის უნივერსიტეტის მხრიდან აკადემიურ პერსონალზე გაიცა პრემია 21250 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უნივერსიტეტი გასცემს პრემიას "თამარი", ხოლო პარალელურად სამეცნიერო აქტივობის წახალისების პრემირება იქნება ყოველწლიური.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უცხადებს მადლობას შემდეგ აკადემიურ პერსონალს მაღალი სამეცნიერო აქტივობისთვის და უსურვებს შემდგომ წარმატებებს:
1. ციცინო ბუკია - ასოცირებული პროფესორი;
2. ნინო გოგატიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
3. ალიკა გუჩუა - ასოცირებული პროფესორი;
4. ირაკლი დოჭვირი - ასოცირებული პროფესორი;
5. მაგდა თორთლაძე - ასოცირებული პროფესორი;
6. თეა კასრაძე - პროფესორი;
7. სოფიო კასრაძე - პროფესორი;
8. თეა ლაზარაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
9. ვახტანგ მაისაია - პროფესორი;
10. ლონდა მამასახლისაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
11. ნინო მინდიაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
12. ანანდ საჯნანი - ასოცირებული პროფესორი;
13. ვახტანგ სვანაძე - ასოცირებული პროფესორი;
14. გიორგი ფარეშიშვილი - ასისტენტი;
15. შორენა ქურდაძე - ასოცირებული პროფესორი;
16. ქეთევან შოშიაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
17. თამთა წირქვაძე - ასოცირებული პროფესორი;