კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში (საერთაშორისო ღონისძიებების ლოტი) გამარჯვება მოიპოვა, თემით: „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგიის მე-2 საერთაშორისო სკოლა/კონფერენცია“. აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პროექტში თანამონაწილე და თანადამფინანსებელი ორგანიზაციის სტატუსითაა ჩართული.
კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი ულოცავს უნივერსიტეტს და პროექტში ჩართულ პერსონალს აღნიშნულ გამარჯვებას!