“საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ აცხადებს სტატიების მიღებას მომდევნო ნომრისთვის
ჟურნალში მიიღება სტატიები დოქტორის ხარისხის მქონე მეცნიერების და დოქტორანტურის სტუდენტების ავტორობით.
სტატიის გამოგზავნა შესაძლებელია ჟურნალის ელ.ფოსტაზე - ijss@ciu.edu.ge
სტატიის წარდგენის ბოლო ვადაა 11 ნოემბერი, 2024, 17:00 საათამდე.
ავტორებს სტატიის გამოგზავნამდე ევალებათ, რომ ყურადღებით გაეცნონ ავტორთა გზამკვლევს და დარწმუნდნენ რომ სტატია შეესაბამება ჟურნალის სტანდარტებს. ავტორთა გზამკვლევი იხილეთ ბმულზე.
დეტალურ ინფორმაციას სტატიის გამოქვეყნების პროცედურების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
„საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ არის ორენოვანი (ქართული და ინგლისური) რეფერირებადი ჟურნალი, ორმაგი ანონიმური რეცენზირებით და ღია წვდომით, რომელიც დაარსდა 2021 წელს (E-ISSN 2720-8036).
ჟურნალის მიზანია ხელი შეუწყოს აკადემიურ კვლევებს ორიგინალური სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებით, რომლებიც აკმაყოფილებენ მაღალ კვლევით სტანდარტებს და ქმნიან ახალ ცოდნას ან/და საკითხს წარმოაჩენენ ახლებური ხედვით.
სტატიის გამოქვეყნება ავტორებისთვის არის უფასო, მისი გამოქვეყნების ხარჯებს აფინანსებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჟურნალში სტატიები ქვეყნდება ბიზნესის, ეკონომიკის, სამართლის, მედიის და საერთაშორისო ურთიერთობების ნებისმიერი სპეციალობებიდან. ჟურნალი ასევე მიესალმება ინტერდისციპლინურ კვლევებს, რომლებიც ეხება ზემოაღნიშნული მიმართულებებიდან ერთ-ერთს მაინც. სტატიები უნდა იყოს ემპირიული/თეორიული კვლევის შედეგები ან შემთხვევის ანალიზი (case study).
დამატებითი კითხვების შემთხვევაში ჟურნალის ადმინისტრაციას მიწერეთ ელ.ფოსტაზე - ijss@ciu.edu.ge