თინათინ ცინარიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

30 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის საკონფერენციო დარბაზში სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თინათინ ცინარიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „მტკიცების ტვირთის განაწილება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ დავებში“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ნინო ხარიტონაშვილი - სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები: მათე ხვედელიძე - სამართლის დოქტორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივესიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მაია ცქიტიშვილი - სამართლის დოქტორი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თინათინ ცინარიძეს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.


