• dateთებერვალი 11, 2026
    time12:30 PM

    11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეცნიერ ქალთა წარმატებები ყოველწლიურად ახალ ნიშნულებს აღწევს!
    უნდა ითქვას, რომ მეცნიერ ქალებს მნიშვნელოვან როლი აქვთ საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობაში - აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში და აქვეყნებენ ნაშრომებს მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში. 

    CIU-ს ქალ მეცნიერებს არაერთი სამეცნიერო გრანტი აქვთ მოპოვებული: მათ შორის, Horizon Europe-ის ჩარჩო პროგრამის, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და CIU-ს სამეცნიერო საგრანტო კონკურსების სამეცნიერო-აკადემიური პროექტები, ასევე არიან სამეცნიერო პრემია „თამარის“ გამარჯვებულები.

    აღსანიშნავია, რომ გაერომ 11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა დღედ 2015 წლის 22 დეკემბერს გამოაცხადა. მისი მიზანია მეცნიერებით დაინტერესებულ ქალთა ხელშეწყობა და მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სისტემაში მათი მზარდი როლის მხარდაჭერა.