• dateთებერვალი 02, 2026
    time11:00 AM

    დავით დოლიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

    banner

    2 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია პანორამაში მასობრივი კომუნიკაციის  სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ დავით დოლიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „საერთაშორისო მედიაბრენდების კონცეპტუალური მოდელების ტრანსფორმირება ქართულ მედიასივრცეში“.

    სამეცნიერო ხელმძღვანელი: მარინე ვეკუა - ჟურნალისტიკის აკადემიური დოქტორი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.

    ოფიციალური რეცენზენტები: ეკა თხილავა - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მარინე ლომიძე - ჟურნალისტიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

    ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დავით დოლიძეს მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური წოდება მიენიჭა.