UNESCO-ს გრანტი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

UNESCO აცხადებს განაცხადების მიღებას 2022 წლის ახალგაზრდა მკვლევრებისთვის გრანტის Silk Roads Youth Research Grant მისაღებად. აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს UNESCO-ს ინიციატივას, რომელიც ხორციელდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით. გრანტის მოსაპოვებლად, კანდიდატის კვლევა უნდა მოიცავდეს საკითხებს, რომლებიც ეხება აბრეშუმის გზის ზიარ მემკვიდრეობას, აბრეშუმის გზის მრავალფეროვნებას და მის როლს თანამედროვე საზოგადოებების შემოქმედებაში, კულტურათაშორის დიალოგში, სოციალურ ერთიანობაში, რეგიონალურ და საერთაშორისო თანამშრომლობაში, ასევე მდგრად მშვიდობასა და განვითარებაში.
12 გრანტი გაიცემა 35 წლამდე ახალგაზრდა მვლევრებზე, განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 31 მაისი. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2022 წლის სექტემბერში. გრანტის ოდენობა შეადგენს 10,000 აშშ დოლარს. განაცხადების წარდგენა ხდება ელ-ფოსტის - silkroadsgrant@unesco.org მეშვეობით, ინგლისურ ენაზე.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://en.unesco.org/silkroad/youthgrant.
სხვა სიახლეები
აპრილი 28, 2026
08:00 AM
„ჰორიზონტი ევროპა“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში: ახალი შესაძლებლობები აკადემიური პერსონალისთვის
აპრილი 20, 2026
08:15 AM
ჰორიზონტი ევროპის ჩარჩო პროგრამის საინფორმაციო დღე
აპრილი 17, 2026
01:00 PM
საგრანტო კონკურსი „აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინიციატივების წახალისება მეცნიერების პოპულარიზაციისთვის“