• dateაპრილი 17, 2026
    time01:00 PM

    საგრანტო კონკურსი „აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინიციატივების წახალისება მეცნიერების პოპულარიზაციისთვის“

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) აცხადებს საგრანტო კონკურსს - „აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინიციატივების წახალისება მეცნიერების პოპულარიზაციისთვის“. 

    კონკურსის მიზანი

    კონკურსის მიზანია სტუდენტური ინიციატივების წახალისება სამეცნიერო მიმართულებებში მათი ინტეგრაციის და ლიდერობის უნარების განვითარების, მათი შემეცნებისა და ინტერესის შემდგომი გაღვივებისთვის ახალი სამეცნიერო ცოდნის მიმართ. ასევე, აკადემიური პერსონალის ინიციატივების წახალისება, რომლის განხორციელებაშიც ჩართულები არიან უნივერსიტეტის სტუდენტები/კურსდამთავრებულები.

    კონკურსის პირობები

    კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები მოიცავს ქვემოთჩამოთვლთაგან ერთ ან რამდენიმე თემას/აქტივობას: 

    • სკოლის მოსწავლეებისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტებსა და კვლევით ცენტრებში შემეცნებითი ტურების ორგანიზება.
    • სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის სამეცნიერო თემატიკისადმი მიძღვნილი კონკურსების, ვორქშოფების და ვებინარების ორგანიზება.
    • სამეცნიერო პიკნიკების ორგანიზება.
    •  სოციალურ მედიაში სამეცნიერო კვლევების შედეგების პოპულარიზაცია, ბლოგის, პოდკასტის ან ვიდეორგოლების შექმნა.
    • სამეცნიერო თემატიკისადმი მიძღვნილი გამოფენა ან გამოფენა-გაყიდვის ღონისძიება. 
    • სამეცნიერო შინაარსზე დაფუძნებული ეროვნული მნიშვნელობის თემების პოპულარიზაცია ზემოაღნიშნული ან სხვა აქტივობების მეშვეობით.

    პროექტის ხანგრძლივობა: კონკურსზე რეგისტრირებული პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 12 თვე.

    უნივერსიტეტისგან მოთხოვნილი თანხა: 

    • პროექტის განხორციელებისთვის უნივერსიტეტისგან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს, იმ შემთხვევაში თუ პროექტის ინიციატორია უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალი პროექტის ხელმძღვანელის სტატუსით.
    • პროექტის განხორციელებისთვის უნივერსიტეტისგან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს, იმ შემთხვევაში თუ პროექტის ინიციატორია უნივერსიტეტის სტუდენტი პროექტის ლიდერის სტატუსით.

    კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

    კვარტალი

    განაცხადის მიღების პერიოდი

    შეფასების ფაზა

    შედეგების გამოცხადება

    I კვარტალი

    1 იანვარი - 31 მარტი

    აპრილი

    1 მაისი

    II კვარტალი

    1 აპრილი - 30 ივნისი

    ივლისი

    1 აგვისტო

    III კვარტალი

    1 ივლისი - 30 სექტემბერი

    ოქტომბერი

    1 ნოემბერი

    IV კვარტალი

    1 ოქტომბერი - 31 დეკემბერი

    იანვარი

    1 თებერვალი

    ელექტრონული რეგისტრაციის ეტაპზე კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი პროექტის შინაარსობრივი და თანდართული დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე science@ciu.edu.ge

    კონკურსის ფარგლებში წარმოსაგენი სავალდებულო დოკუმენტაციაა:

    1. საპროექტო წინადადება (დანართი 1)
    2. პროექტში ჩართული ძირითადი და დამხმარე პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიები  (დანართი 2)
    3. პროექტის გეგმა-გრაფიკი (დანართი 3)
    4. პროექტის ბიუჯეტი და მისი დასაბუთება (დანართი 4)

    გთხოვთ, სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად გაეცნოთ კონკურსის დებულებას.

    სრული დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.