ჰორიზონტი ევროპის ჩარჩო პროგრამის საინფორმაციო დღე

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება ჰორიზონტი ევროპის ჩარჩო პროგრამის საინფორმაციო დღე მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) და ჰორიზონტი ევროპის გაფართოების (Widening) სვეტის მიმართულებით. ღონისძიება ჩატარდება 27 აპრილს 12 საათზე.
MSCA ითვალისწინებს კარიერის ყველა ეტაპზე მყოფი მკვლევრების საგრანტო დაფინანსებას. გარდა ამისა, შესაძლებლობას აძლევს კვლევაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს (უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრებს თუ კომპანიებს), უმასპინძლონ ნიჭიერ უცხოელ მკვლევრებს და დაამყარონ სტრატეგიული თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებთან. Widening-ის მიმართულების საინფორმაციო დღის მიზანია ჰორიზონტი ევროპის გაფართოების მიმართულებით მომავალი კონკურსებისა და დაფინანსების შესაძლებლობების გაცნობა. საინფორმაციო დღე შესაძლებლობას მოგვცემს მივიღოთ ინფორმაცია და დავსვათ შეკითხვები კონკურსების დაფინანსების პროცესების შესახებ.
საინფორმაციო დღეს სასურველია დაესწრონ პროგრამის ხელმძღვანელები, სამეცნიერო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობებით დაინტერესებული აფილირებული პერსონალი, დოქტორანტები და პოსტ-დოქტორანტები.


