• dateნოემბერი 21, 2025
    time11:00 AM

    რეგისტრაცია კონფერენციაზე - „საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და მედიის თანამედროვე გამოწვევები

    banner

    ცხადდება ნაშრომების მიღება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამართლის ფაკულტეტის, იაგელონიის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ევრაზიის სივრცის შესწავლის დეპარტამენტის, იოზეფ გოლუხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (პოლონეთი), ბელოსტოკის უნივერსიტეტი (პოლონეთი), ალ-ფარაბის სახელობის ყაზახეთის ეროვნული უნივერსიტეტისა (ყაზახეთი) და STEM ანალიტიკური კვლევების ცენტრის (აზერბაიჯანი) ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისთვის: „საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და მედიის თანამედროვე გამოწვევები.“

    კონფერენცია გაიმართება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ჰიბრიდული ფორმატით (მის: თბილისი, ჩარგლის ქ. 73);

    კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

    • საერთაშორისო ურთიერთობები და თანამედროვე პოლიტიკური პროცესები / International Relations and Contemporary Political Processes
    • 21-ე საუკუნის საერთაშორისო უსაფრთხოება / International Security in the 21st Century
    • საერთაშორისო სამართალი / International law
    • მედია და თანამედროვე ტექნოლოგიები / Media and Modern Technologies

    კონფერენციის ტექნიკური მოთხოვნები: 

    მონაწილეობის მიღება შეუძლიათ - დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებსა და მეცნიერებს;

    კონფერენციის სამუშაო ენები - ქართული და ინგლისური;

    კონფერენციის მონაწილე ირჩევს ერთ-ერთ სამუშაო ენას და სარეგისტრაციო ფორმას ავსებს მხოლოდ ერთ არჩეულ ენაზე; 

    კონფერენციისთვის სავალდებულოა მხოლოდ თეზისების წარმოდგენა (მოცულობა: მინიმუმ - 750, მაქსიმუმ - 1300 სიმბოლო); 

    კონფერენციაზე, სურვილის შემთხვევაში, დაშვებულია მხოლოდ ერთი თანაავტორი (თანამომხსენებელი);

    დოქტორანტს  აუცილებელია ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი;

    რეგისტრაციის ბოლო ვადა - 15 იანვარი; 

    კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდული ფორმატით;

    აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ - 9 თებერვალი; 

    კონფერენციის დღეები - 12-13 მარტი; 

    კონფერენციის ფარგლებში სტატიები დაიბეჭდება CIU-ს სამეცნიერო ჟურნალის სპეციალურ ნომერში - „საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“;

    ჟურნალში მიიღება სტატიები დოქტორის ხარისხის მქონე მეცნიერების და დოქტორანტურის სტუდენტების ავტორობით ან თანაავტორობით;

    სტატიის გამოგზავნა შესაძლებელია ჟურნალის ელ.ფოსტაზე - ijss@ciu.edu.ge

    სტატიის წარდგენის ბოლო ვადაა 15 აპრილი, 2026, 17:00 საათამდე;

    ავტორებს სტატიის გამოგზავნამდე ევალებათ, რომ ყურადღებით გაეცნონ ავტორთა გზამკვლევს და დარწმუნდნენ რომ სტატია შეესაბამება ჟურნალის სტანდარტებს. ავტორთა გზამკვლევი იხილეთ ბმულზე  https://journal.ciu.edu.ge/publish/guide

    დეტალურ ინფორმაციას სტატიის გამოქვეყნების პროცედურების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://journal.ciu.edu.ge/publish/submit

    იხილეთ კონფერენციის სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/ixQkmNC2t8457cJh6