პროფესორ ზვიად გაბისონიას პროექტის შუალედური შედეგების პრეზენტაცია

25 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე გაიმართა უნივერსიტეტის ფუნდამენტური სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტის - „eIDAS ევროპული რეგულაციები და სმარტ აიდის (Smart ID) ინოვაციური სანდო კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის დანერგვა ციფრულ მმართველობაში“ - შუალედური შედეგების პრეზენტაცია.
პროექტის ხელმძღვანელია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია.
პროფესორმა ზვიად გაბისონიამ პრეზენტაციისას განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ციფრული მმართველობის არსი, ელექტრონული ხელმოწერის არსი და მისი განვითარების საერთაშორისო ასპექტები, ელექტრონული ხელმოწერა გერმანიასა და ბელგიაში, საქართველოში ელექტრონული ხელმოწერის განვითარების სამართლებრივი და ტექნოლოგიური გამოწვევები და შესაძლებლობები.
კვლევის პრეზენტაციისას ხაზი გაესვა საქართველოში ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის სამართლებრივ-ტექნოლოგიური წანამძღვრების იდენტიფიცირებას, რომელიც კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თამარ ინასარიძე, CIU-ს კანცლერის მრჩეველი, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭალაგანიძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მარგიშვილი, CIU-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის წარმომადგენლები, სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ხატიძე და ფაკულტეტის საბჭოს წევრები, CIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.
კვლევა განთავსდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისა და საკითხით დაინტერესებულ პირთათვის.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 03, 2025
08:00 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და გამოცემა
ნოემბერი 21, 2025
11:00 AM
რეგისტრაცია კონფერენციაზე - „საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და მედიის თანამედროვე გამოწვევები
ნოემბერი 21, 2025
07:00 AM
ჰორიზონტი ევროპა აცხადებს წინადადებების მიღებას - MSCA Choose Europe for Science 2025