• dateნოემბერი 21, 2025
    time07:00 AM

    ჰორიზონტი ევროპა აცხადებს წინადადებების მიღებას - MSCA Choose Europe for Science 2025

    banner

    კონკურსის მიზანია გახადოს ევროპა უფრო მიმზიდველი ახალგაზრდა ნიჭიერი მკვლევარებისთვის. აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ წინადადება კადრების მოზიდვის პროგრამების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დოქტორის ხარისხის მქონე მკვლევარების უზრუნველყოფას ბრწყინვალე სამეცნიერო და აკადემიური შესაძლებლობებით და კონკრეტული კარიერული პერსპექტივებით, რასაც შედეგად მოჰყვება ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯებესება ინსტიტუციურ, რეგიონულ, ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე. პროგრამები თანადაფინანსდება MSCA Choose Europe for Science - ის მიერ. 

    შემოთავაზებული პროგრამა შესაძლებელია ფარავდეს ნებისმიერ კვლევით დისციპლინას. წინადადებაში აღწერილი უნდა იყოს კანდიდატთა შერჩევის პროცედურა, ვაკანსიის განცხადება და პროგრამის მიმდინარეობის ფაზების შესაბამისი ანაზღაურებები. კანდიდატთა შერჩევის პროცედურა უნდა წარიმართოს ღია კონკურსის წესით.  შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ კვლევით, სასწავლო, ან მენეჯერულ პოზიციებზე, და განსაზღვრონ  საკვლევი თემა მასპინძელ ინსტიტუტში. პროგრამები მიზნად უნდა ისახავდეს მკვლევართათვის ბრწყინვალე სამუშაო პირობების შეთავაზებას, რაც ასევე მოიაზრებს შესაბამის ანაზღაურებას,  რესურსებით უზრუნველყოფას და კარიერულ განვითარებას.

    წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 3 დეკემბერი, 2025. 

    დამატებითი ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

    აპლიკანტთა გზამკვლევი იხილეთ ბმულზე. 

    სხვა სიახლეები