CIU მხარს უჭერს სტუდენტურ სამეცნიერო ინიციატივას — „მედმარკის სამედიცინო კვლევების მასტერკლასების სერია 2026“

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის ფარგლებში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინიციატივების წახალისებისებისთვის დაფინანსება მოიპოვა სტუდენტურმა პროექტმა - „მედმარკის სამედიცინო კვლევების მასტერკლასების სერია 2026“.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ინოვაციურ, ორთვიან ტრენინგების სერიას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. პროექტის მიზანია სტუდენტებს განუვითაროს კვლევის მეთოდოლოგიის, მონაცემთა მართვის, ბიოსტატისტიკის, ეთიკური სტანდარტების, აკადემიური წერისა და პუბლიკაციის პროცესის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
პროექტი ინიცირებულია მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის მოჰამად ბარაკატის მიერ. პროექტის ფარგლებში ტრენინგი ჩაატარა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „Introduction to Medical Research and Study Design, Bias & Methodology“. ტრენინგს დისტანციურ რეჟიმში უძღვებოდა პასკალ სალამე (Prof. Pascale Salameh) — გერმანიის ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო მედიცინის ცენტრის (Charité – Universitätsmedizin Berlin) მიწვეული პროფესორი და მკვლევარი, ასევე ლიბანის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორი. ღონისძიებას 100-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო, რომლებმაც მიიღეს ცოდნა სამედიცინო კვლევის დაგეგმვის, კვლევის დიზაინის შერჩევისა და სამეცნიერო მეთოდოლოგიის ძირითადი პრინციპების შესახებ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის მიზანია სტუდენტური ინიციატივების წახალისება სამეცნიერო მიმართულებებში მათი ინტეგრაციის და ლიდერობის უნარების განვითარების, მათი შემეცნებისა და ინტერესის შემდგომი გაღვივებისთვის ახალი სამეცნიერო ცოდნის მიმართ. ასევე, აკადემიური პერსონალის ინიციატივების წახალისება, რომლის განხორციელებაშიც ჩართულები არიან უნივერსიტეტის სტუდენტები/კურსდამთავრებულები.
სხვა სიახლეები
აპრილი 17, 2026
01:00 PM
საგრანტო კონკურსი „აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინიციატივების წახალისება მეცნიერების პოპულარიზაციისთვის“
აპრილი 16, 2026
12:30 PM
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2025 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის შედეგები
ოქტომბერი 07, 2025
12:00 PM
CIU აცხადებს 2025 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსს