• dateოქტომბერი 23, 2026
    time08:00 AM

    CIU აცხადებს 2026 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსს

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) აცხადებს ფუნდამენტური კვლევების სამეცნიერო გრანტების კონკურსს.

    კონკურსის მიზანი

    კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი ცოდნის, თეორიების და მოდელების შექმნას, კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრაციას, ახალგაზრდა მკვლევრების ჩართვას კვლევით პროცესში, ახალგაზრდების მოზიდვას, ინტერნაციონალიზაციას, უნივერსიტეტსა და უცხოურ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი კვლევების წარმოებას და მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევების განვითარებას.

    კვლევის შედეგებს გრძელვადიან პერსპექტივაში წვლილი უნდა შეჰქონდეს მეცნიერულ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ა.შ. განვითარებაში ეროვნულ ან/და საერთაშორისო დონეზე.

    კონკურსის პირობები

    კონკურსში მონაწილე პროექტები თემატურად უნდა შეესაბამებოდეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და წვლილი უნდა შეჰქონდეთ მათ განვითარებაში. 

    პროექტის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებების მიხედვით:

    1. ბიზნესი და ტექნოლოგიები;

    2. სამართალი;

    3. სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები;

    4. მედიცინა;

    5. მევენახეობა-მეღვინეობა;

    6. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები;

    7. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები ზემოაღნიშნული თემატიკის შესაბამისად;

    პროექტის ხანგრძლივობა: საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12 ან 18 თვე. თითოეული საანგარიშო პერიოდი უნდა შეადგენდეს 6 თვეს. 

    პროექტის ბიუჯეტი: უნივერსიტეტისგან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30000 ლარს N 1, 2, 3, 6 და 7 მიმართულებების შემთხვევაში, ხოლო 35000 ლარს N 4 და 5 მიმართულებების შემთხვევაში.

    კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

    პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია – 2026 წლის 26 ოქტომბრიდან 2027 წლის 8 იანვრის 18 სთ.-მდე.

    სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში განცხადების წარმოდგენა - 2027 წლის 13 იანვრის 17 საათამდე.

    კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: grants@ciu.edu.ge

    დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დოკუმენტაცია.

     

    სხვა სიახლეები