• dateოქტომბერი 20, 2026
    time09:30 AM

    CIU-ში პროექტის „ლიტერატურული დეტექტივი“ პირველი ნაწილი განხორციელდა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში - „აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინიციატივების წახალისება მეცნიერების პოპულარიზაციისთვის“ - გამარჯვებული პროექტის, „ლიტერატურული დეტექტივი: ანტიკური კოდები ქართულ და ინგლისურენოვან მწერლობაში“, პირველი ნაწილის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობა ჩატარდა. 

    პროექტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, დოქტორ ნანა პარინოსის ხელმძღვანელობითა და ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების უშუალო ჩართულობით განხორციელდა. 

    პროექტის პირველი ნაწილი სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა. მონაწილეები გუნდებად გადანაწილდნენ და კონკურსის ფარგლებში ანტიკურ, ქართულ და ინგლისურენოვან ლიტერატურაში დაშიფრული კოდების აღმოჩენასა და მათ შორის კავშირების გამოვლენაზე იმუშავეს. კონკურსში მონაწილეობდნენ თბილისის N48 და N151 საჯარო სკოლები, ლევან დევდარიანის სახელობის გარდაბნის N1 საჯარო სკოლა და შალვა ბედოიძის სახელობის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სართიჭალის N1 საჯარო სკოლა.

    გამარჯვებული გუნდი, თბილისის N151 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ, ხოლო სერტიფიკატი კონკურსის თითოეულ მონაწილეს გადაეცა. ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებმა კონკურსი დადებითად შეაფასეს. პედაგოგების თქმით, მათი სკოლებისთვის მსგავსი ტიპის ანალიტიკურ კონკურსში მონაწილეობა პირველი გამოცდილება იყო.

    სხვა სიახლეები