• dateოქტომბერი 07, 2025
    time12:00 PM

    CIU აცხადებს 2025 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსს

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) აცხადებს ფუნდამენტური კვლევების სამეცნიერო გრანტების კონკურსს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი ცოდნის, თეორიების და მოდელების შექმნას, კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრაციას, ახალგაზრდა მკვლევრების ჩართვას კვლევით პროცესში, ახალგაზრდების მოზიდვას, ინტერნაციონალიზაციას, უნივერსიტეტსა და უცხოურ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი კვლევების წარმოებას და მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევების განვითარებას. კვლევის შედეგებს გრძელვადიან პერსპექტივაში წვლილი უნდა შეჰქონდეს მეცნიერულ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ა.შ. განვითარებაში ეროვნულ ან/და საერთაშორისო დონეზე.

    კონკურსში მონაწილე პროექტები თემატურად უნდა შეესაბამებოდეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და წვლილი უნდა შეჰქონდეთ მათ განვითარებაში. პროექტის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებების მიხედვით:

    1. ბიზნესი და ტექნოლოგიები;
    2. სამართალი;
    3. სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები;
    4. მედიცინა;
    5. მევენახეობა-მეღვინეობა;
    6. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები;
    7. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები ზემოაღნიშნული თემატიკის შესაბამისად;

    საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12 ან 18 თვე. თითოეული საანგარიშო პერიოდი უნდა შეადგენდეს 6 თვეს. უნივერსიტეტისგან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30000 ლარს N 1, 2, 3, 6 და 7 მიმართულებების შემთხვევაში, ხოლო 35000 ლარს N 4 და 5 მიმართულებების შემთხვევაში.

    პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია – 2025 წლის  7 ოქტომბრიდან  19 დეკემბრის 17 სთ.-მდე.

    სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში განცხადების წარმოდგენა - 2025 წლის 23 დეკემბრის 17 საათამდე.

    დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დოკუმენტაცია.