კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2025 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის შედეგები

დასრულდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიეტეტის 2025 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი.
კონკურსში წარმოდგენილი თითოეული პროექტი შეფასდა დამოუკიდებელი გარე ექსპერტების მიერ. საბოლოო ქულა წარმოადგენს მათი შეფასებების საშუალო არითმეტიკულს. კონკურსის პირობების თანახმად, დაფინანსების მისაღებად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა, რომ საპროექტო განაცხადებმა გადალახონ მინიმალური 40 ქულიანი ზღვარი (50-დან). კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის 2025 წლის მეორე ნახევრის ბიუჯეტის შესაბამისად გამარჯვებულია სამი პროექტი.
2025 წელს გამარჯვებული პროექტების სია:
პროექტის სათაური | ფაკულტეტი | შეფასების ქულა | ბიუჯეტი | პროექტის შიფრი |
შიდა ქართლის რეგიონში, თავკვერის ვაზის ჯიშზე კომპლექსური კვლევა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის სპეციფიკაციის მომზადების მიზნით | მევენახეობა-მეღვინეობა | 48 | 34950 | CIU-FR-167-25 |
ემპირიზმიდან მტკიცებულებებამდე: P. aeruginosa, K. pneumoniae and A. baumannii სპეციფიკური ბაქტერიოფაგების მონოპრეპარატების და კოქტეილის ფარმაკოკინეტიკა | მედიცინა | 46.5 | 35000 | CIU-FR-223-25 |
AI-გენერირებული დეზინფორმაცია და მედიაწიგნიერების გამოწვევები საქართველოში: აუდიტორიის აღქმის კვლევა და საგანმანათლებლო პასუხი | სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა | 44 | 29500 | CIU-FR-188-25 |
სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებას უსურვებს სამეცნიერო საქმიანობაში!
სხვა სიახლეები
აპრილი 29, 2026
12:00 AM
CIU მხარს უჭერს სტუდენტურ სამეცნიერო ინიციატივას — „მედმარკის სამედიცინო კვლევების მასტერკლასების სერია 2026“
აპრილი 17, 2026
01:00 PM
საგრანტო კონკურსი „აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინიციატივების წახალისება მეცნიერების პოპულარიზაციისთვის“
ოქტომბერი 07, 2025
12:00 PM
CIU აცხადებს 2025 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსს