კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტი
ნანა პარინოსი USACA-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტი (Institute for U.S. and Canadian Studies - USACA) დაფუძნდა 2017 წლის აპრილში. მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი არის ნანა პარინოსი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ამერიკისმცოდნეობის დოქტორი.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის დევიზია ენდრიუ კარნეგის ცნობილი ფრაზა: Aim for the highest - „წინ დიდებული მიზნებისკენ“. აღნიშნულმა ფრაზამ კავკასიის საერთაშრისო უნივერსტიტეტში პირველად USACA-ს მიერ ორგანიზებულ, ენდრიუ კარნეგისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გაიჟღერა, რომელიც საზეიმოდ გახსნა იან კელიმ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.
ინსტიტუტის მიზნებია:
შეერთებული შტატებისა და კანადის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება (კულტურული, სამართლებრივი, პოლიტიკური, ისტორიული, ეკონომიკური, აგრარული კუთხით სხვა.); საქართველოს, შეერთებული შტატებისა და კანადის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ურთიერთობათა ხელშეწყობა; ამავდროულად, ინსტიტუტის მიზანია შეერთებული შტატებისა და კანადის ცნობადობის ამაღლება; სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის აუცილებელი პროექტების შემუშავება და რეალიზება.
მისი მიზნებიდან გამომდინარე, შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტმა (USACA) მისი არსებობის 4 წლის განმავლობაში ჩაატარა ღონისძიებები, მოიპოვა რამდენიმე გრანტი (პრაქტიკული და სამეცნიერო), კერძოდ:
შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის მიერ (USACA) განხორციელებული ყველა პროექტი სრულ შესატყვისობაშია მის მიერ დასახულ მიზნებთან და ამოცანებთან:
პროექტი #1 - სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „ენდრიუ კარნეგის საერთაშორისო მემკვიდრეობა: თანამედროვე მსოფლიოს ფორმირება“; პროექტი #2 - USACA-ს ხელმძღვანელმა ნანა პარინოსმა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის (Freie Universität Berlin) სამეცნიერო „A” ტიპის (უმაღლესი კლასის) გრანტი მოიპოვა; პროექტი #3 - USACA-ს მოპოვებული გრანტი გერმანიის სამოქალაქო განათლების ფედერალური სააგენტოსგან - ომი თუ მშვიდობა: ისტორიის გზაჯვარედინზე 1918/2018; პროექტი #4 - აშშ-სა და კანადის შესწავლის სერიათა ციკლი სოციალურ ქსელში; პროექტი #5 - USACA-ს მიერ მოპოვებული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოკლევადიანი სამეცნიერო გრანტი; პროექტი #6 - შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის (USACA) სამეცნიერო ტრენინგი საზღვრისპირა სოფელ ორსანტიას სკოლის მოსწავლეთათვის; პროექტი #7 - შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტმა (USACA) ლიეტუვას სახელმწიფოს სტიპენდია მოიპოვა.
ღონისძიებებში მონაწილეობა
- შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის (USACA) „იდებატე და მოიგე ევროპა-ს“ ერთ-ერთი გამარჯვებულია; - შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის (USACA) მონაწილეობა ვენის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სათაო ოფისში; - შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის (USACA) შეხვედრა კანადელ პროფესორთან, ფრედერიკ ლაბარესთან; - შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის (USACA) ბათუმის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“; - შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის (USACA) ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში; - შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის (USACA) პარიზში, „მსოფლიო კონგრესი 2018-ზე“.
USACA-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი - ნანა პარინოსი.