ვახტანგ მაისაიასა და ალიკა გუჩუას სამეცნიერო ვიზიტი პოლონეთში

27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით პოლონეთის რესპუბლიკაში სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები - გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ მაისაია და CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, CIU-ს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ხელძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ალიკა გუჩუა.
სამეცნიერო ვიზიტის ფარგლებში, 27-30 ნოემბერს, ქალაქ რჟეშოვში, გაიმართა მე-14 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „კავკასია ახალ მსოფლიო წესრიგში“, რომლის თანაორგანიზატორი იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. აღნიშნულ კონფერენციაში CIU-ს პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს როგორც ძირითადმა მომხსენებლებმა.
ვახტანგ მაისაიამ მოხსენება წარადგინა თემაზე: „კავკასიის გეოსტრატა და ქართული გეოპოლიტიკური სკოლის ახალი რეალიები 21-ე საუკუნის საერთაშორისო პოლიტიკაში“, ხოლო ალიკა გუჩუამ მოხსენება წარადგინა „სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკა ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში“ თემაზე. ასევე, კონფერენციის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო საექსპერტო სემინარი და პანელური დისკუსია თემაზე: „სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკა ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში“.
1-2 დეკემბერს ვახტანგ მაისაიას და ალიკა გუჩუას ვიზიტი გაიმართა სამეცნიერო-კვლევით პროექტებთან დაკავშირებით ოსტროვიეც-შვიეტოკრჟისკში, იოზეფ გოლუხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. შეხვედრები შედგა აღნიშნული უნივერსიტეტის რექტორთან პაველ გოტოვეცკისთან, სადაც განხილული იყო უნივერსიტეტებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ახალი პროექტები და Erasmus+ გაცვლითი პროგრამები. შეხვედრა გაიმართა ასევე ამავე უნივერსიტეტის სოციალურ და ტექნიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ პრჟემისლაც ფურგაშთან, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა პრჟემისლაც ფურგაშისა და ალიკა გუჩუას ერთობლივი მონოგრაფის გამოცემა პოლონეთში - „გეოეკონომიკური უსაფრთხოება: თეორია და პრაქტიკა“ თემაზე.
სხვა სიახლეები
იანვარი 28, 2026
01:00 PM
CIU-ს პროფესორები პოლონეთის რესპუბლიკის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
დეკემბერი 26, 2025
02:00 PM
შენგელი კიკილაშვილი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიის „ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს“ წევრად აირჩიეს
დეკემბერი 26, 2025
11:00 AM
გამოიცა „სამეცნიერო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში” IJSS 2025 წლის მე-2 ნომერი