შენგელი კიკილაშვილი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიის „ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს“ წევრად აირჩიეს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მეცნიერ თანამშრომელი, ასოცირებული პროფესორი შენგელი კიკილაშვილი უნივერსიტეტის წარდგინებით არჩეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის „ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს“ წევრად.
საბჭო აერთიანებს 23 ახალგაზრდა მეცნიერს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში მუშაობენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. საბჭოს წევრები წლის მანძილზე წარადგენენ მოხსენებას მიმდინარე კვლევების შესახებ, განიხილავენ მიმდინარე საკითხებს, ამასთან მონაწილეობენ აკადემიის დარგობრივი საბჭოს პროექტებსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.
აღსანიშნავია, რომ შენგელი კიკილაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია.
სხვა სიახლეები
იანვარი 28, 2026
01:00 PM
CIU-ს პროფესორები პოლონეთის რესპუბლიკის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
დეკემბერი 29, 2025
02:00 PM
ვახტანგ მაისაიასა და ალიკა გუჩუას სამეცნიერო ვიზიტი პოლონეთში
დეკემბერი 26, 2025
11:00 AM
გამოიცა „სამეცნიერო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში” IJSS 2025 წლის მე-2 ნომერი