• dateნოემბერი 09, 2025
    time11:00 AM

    სამეცნიერო კონფერენცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

    banner

    7-8 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურათაშორისი დიალოგები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ და რექტორის მრჩეველმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ფარეშიშვილმა.

    ღონისძიება, რომელიც უკვე მერვედ ტარდება, მსოფლიოს მეცნიერების საერთაშორისო დღეს ეძღვნება და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მეცნიერებში. აღსანიშნავია, რომ მონაწილეებს მიესალმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, პროფესორი ზვიად გაბისონია.

    კონფერენციის ფარგლებში CIU-ს რექტორმა და რექტორის მრჩეველმა სხვადასხვა სექციებში წარმოადგინეს მოხსენებები, რომლებიც ბაზებში შემავალ რეფერირებად ჟურნალში სრულად იბეჭდება.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ასევე შეხვდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ შალვა ჭკადუას, სადაც მხარეებმა განიხილეს ინსტიტუციებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

    სხვა სიახლეები