საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და გამოცემა

„კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ სამხრეთ კავკასიაში პირველი აკადემიური და ანალიტიკური პლატფორმაა.
9-12 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება პრეზენტაციებს, კვლევით ნაშრომებსა და დარგობრივი ექსპერტების მონაწილეობით გამართულ პრაქტიკულ განხილვებს აერთიანებს.
კონფერენციის მიზანია:
• კლიმატისა და აგროსაკითხების გაშუქების საუკეთესო პრაქტიკებისა და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება;
• სოფლისა და ფერმერული თემებისთვის, ინფორმირებულ კომუნიკაციაზე დაფუძნებული ზეგავლენის, სოციო-ეკონომიკური შედეგების შეფასება;
• განათლების, საზღვრისპირა თანამშრომლობისა და მედიაპარტნიორობის როლის ხაზგასმა;
• კლიმატგონივრული კომუნიკაციის თემაზე ხანგრძლივი რეგიონული კვლევისა და საგანმანათლებლო ქსელის საფუძვლის შექმნა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია ითვალისწინებს მედია დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას. გამოვლინდებიან საერთაშორისო მედიაკონკურსის გამარჯვებული ჟურნალისტები, რომლებმაც ეფექტურად და შემოქმედებითად გააშუქეს კლიმატის ცვლილება, მდგრადი სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი განვითარების საკითხები.
ღონისძიება წარმოადგენს ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) ინიციატივას, რომელიც სხვადასხვა დროს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში განხორციელდა. აქტივობა, კლიმატგონივრული ჟურნალისტიკისა და აგროკომუნიკაციის მიმართულებით, უნივერსიტეტებსა და რეგიონულ მედიას შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 26, 2025
11:00 AM
გამოიცა „სამეცნიერო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში” IJSS 2025 წლის მე-2 ნომერი
დეკემბერი 23, 2025
07:00 AM
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მაგისტრანტებმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვეს
დეკემბერი 19, 2025
12:00 PM
ფილმების ციკლის - „ქართული ფულის თავგადასავალი - 30 ამბავი“ - შიდა ჩვენება