• dateდეკემბერი 23, 2025
    time07:00 AM

    CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მაგისტრანტებმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვეს

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, ანა ცეცხლაძემ და ალექსანდრე შამუგიამ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს.

    ანა ცეცხლაძის კვლევითი პროექტის - „ვაზის აჭარული ჯიშების ამპელოგრაფიული, აგრონომიულ-ენოლოგიური შესწავლა ქობულეთის აგრო-ეკოლოგიურ პირობებში“ - მიზანია აჭარული ვაზის ოთხი იშვიათი ჯიშის (ტაგიძურა, კლარჯული, ცხენისძუძუ, ჭეჭიბერა) კომპლექსური შესწავლა მათი გადარჩენის, პოტენციალის გამოვლენისა და სამეურნეო საქმიანობაში დანერგვის მიზნით.

    ხელმძღვანელი: CIU-ს პროფესორი მაია კიკვაძე;

    ალექსანდრე შამუგიას კვლევითი პროექტი - „ვაზის აფხაზური ჯიშების ამპელოგრაფიული დახასიათება და მათი აგრონომიული და ენოლოგიური პოტენციალის შეფასება“ - მიზნად ისახავს ვაზის აფხაზური ჯიშების კომპლექსურ შესწავლას მათი სამეურნეო და ტექნოლოგიური პოტენციალის გამოსავლენად.

    ხელმძღვანელი: CIU-ს პროფესორი დავით მაღრაძე.