• dateდეკემბერი 19, 2025
    time12:00 PM

    ფილმების ციკლის - „ქართული ფულის თავგადასავალი - 30 ამბავი“ - შიდა ჩვენება

    banner

    19 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამულ სივრცეში სამეცნიერო-პოპულარული ფილმების ციკლის - „ქართული ფულის თავგადასავალი - 30 ამბავი“ - შიდა ჩვენება გაიმართა.

    ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.

    CIU მულტიმედია ცენტრის პროექტი საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის შემოღებიდან 30 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. სამეცნიერო-პოპულარული ფილმების ციკლი ქართული ფულის ოცდაექვსსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. თითოეული სერია დეტალურად გვიამბობს, რა გზა გაიარა ქართულმა ფულმა კოლხური თეთრიდან ლარამდე.

    აღსანიშნავია, რომ 30 სერიისგან შემდგარი სამეცნიერო-პოპულარული ფილმების ციკლი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო პროექტის ფარგლებში მომზადდა.
     

    სხვა სიახლეები