მარიამ გელაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
28 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ მარიამ გელაშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „თავისუფლების აღკვეთისაგან გათავისუფლების სისხლისსამართლებრივი მექანიზმები: პირობით ვადამდე გათავისუფლება, შინაპატიმრობა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (ევოლუცია და ტრანსფორმაცია)“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი გია მეფარიშვილი, ოფიციალური რეცენზენტები კი სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი და სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი თემურ ცქიტიშვილი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარიამ გელაშვილს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.








