ეკატერინე ფიფიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
29 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის ეკატერინე ფიფიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „პარტნიორის მიერ შპს-ის წილის მიღება და წილთან დაკავშირებული უფლებამოსილება“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი როინ მიგრიაული, ოფიციალური რეცენზენტები კი სამართლის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი ნონა ზუბიტაშვილი და სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ჯუბო ტურაშვილი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკატერინე ფიფიას სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 26, 2026
09:30 AM
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აკადემიური პერსონალი სამეცნიერო მიღწევებისთვის დააჯილდოვა
ოქტომბერი 15, 2026
08:00 PM
CIU-ის წარმომადგენლებმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენცია ECCES 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
სექტემბერი 04, 2026
12:00 PM
CIU-ს დოქტორანტმა 2026 წლის EAIE-ის დოქტორანტურის კვლევითი გრანტი მოიპოვა






