CIU “Horizon Europe”-ის გამარჯვებული პროექტის კონსორციუმის შეხვედრაზე ბრიუსელში

ბრიუსელმა პროექტის - „EIT-BEST: EIT Training, Networking and Best Practices Initiative“ - კონსორციუმის წევრების პირველ ოფიციალურ შეხვედრას უმასპინძლა. 9-10 დეკემბერს გამართულ სამუშაო პროცესში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, სესილი გოგიბერიძე მონაწილეობდა. შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს პროექტის ხუთი სამუშაო პაკეტი და ჩამოყალიბდა უახლოესი თვეების სამოქმედო სტრატეგია.
აღნიშნული პროექტი Horizon Europe-ის (Horizon-EIT-2024-NCP-IBA) კონკურსის გამარჯვებულია. პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა PRAXI Network, რომელიც წარმოადგენს საბერძნეთის წამყვან ორგანიზაციას ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ინოვაციების მხარდაჭერის სფეროში.
პროექტის კონსორციუმი მოიცავს 24 ორგანიზაციას ევროპის და ევროპის ასოცირებული ქვეყნების შემადგენლობით. აღნიშნულ ორგანიზაციათა შორის არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის მხრიდან პროექტის კოორდინატორია CIU-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შორენა ქურდაძე. პროექტი არის 4-წლიანი, კონსორციუმის ჯამური ბიუჯეტი კი 3,248,422.50 ევროა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით ბენეფიციართა ტრენინგი, ინსტიტუციური კავშირების განვითარება და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება.
სხვა სიახლეები
იანვარი 28, 2026
01:00 PM
CIU-ს პროფესორები პოლონეთის რესპუბლიკის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
დეკემბერი 29, 2025
02:00 PM
ვახტანგ მაისაიასა და ალიკა გუჩუას სამეცნიერო ვიზიტი პოლონეთში
დეკემბერი 26, 2025
02:00 PM
შენგელი კიკილაშვილი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიის „ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს“ წევრად აირჩიეს