სესილი გოგიბერიძემ იუნესკოში მეცნიერების დიპლომატიის სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა
9 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა სესილი გოგიბერიძემ მონაწილეობა მიიღო პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინაში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმში „მეცნიერების დიპლომატიის გადააზრება ცვალებად მსოფლიოში“. ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროების სამეცნიერო და ტექნოლოგიური კონსულტირების ქსელის (FMSTAN) მეათე წლისთავს მიეძღვნა და პარიზის მშვიდობის ფორუმის ოფიციალური თანმხლები ღონისძიება იყო.
სიმპოზიუმის მონაწილეებს მიესალმა და სიტყვით მიმართა პარიზის მშვიდობის ფორუმის პრეზიდენტმა ფილიპ ეტიენმა (Philippe Étienne). ერთ-ერთი მთავარი მოხსენება მეცნიერების როლზე მრავალმხრივ თანამშრომლობაში წარადგინა მეცნიერებათა მსოფლიო აკადემიის (TWAS) პრეზიდენტმა და კოლუმბიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორმა კვარაიშა აბდულ კარიმმა (Quarraisha Abdool Karim).
პანელზე „მრავალმხრივი თანამშრომლობა ზეწოლის პირობებში“ იმსჯელეს, როგორ შეუძლია მეცნიერების დიპლომატიას საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება მზარდი გეოპოლიტიკური და ტექნოლოგიური კონკურენციის ფონზე. დისკუსიას უძღვებოდა Sciences Po-ს საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი სტეფანი ბალმი (Stéphanie Balme).
დისკუსიაში მონაწილეობდნენ იუნესკოს გენერალური დირექტორის თანაშემწე მეცნიერების საკითხებში დენიზე პირეს დე კარვალიო (Denise Pires de Carvalho), მეცნიერების საერთაშორისო საბჭოს (ISC) პრეზიდენტი რობერტ დეიკგრააფი (Robbert Dijkgraaf), ზომისა და წონის საერთაშორისო ბიუროს (BIPM) დირექტორი ანეტ კუ (Annette Koo), ITER-ის ყოფილი მთავარი სტრატეგიული მრჩეველი ლაბან კობლენცი (Laban Coblentz), ჟენევის მეცნიერებისა და დიპლომატიის ორგანიზაციის (GESDA) გლობალური ჩართულობის ხელმძღვანელი იოანა ვიშნევსკა (Joanna Wiśniewska) და OECD-ის გლობალური მეცნიერების ფორუმის პოლიტიკის ანალიტიკოსი იორან ბელდენგრიუნი (Yoran Beldengrün).
ფოტოზე სესილი გოგიბერიძე სიმპოზიუმის ერთ-ერთ მთავარ მომხსენებელთან, პროფესორ კვარაიშა აბდულ კარიმთან ერთად.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 12, 2026
02:15 PM
მხედართმთავარი და ჯარისკაცი!
ოქტომბერი 26, 2026
09:30 AM
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აკადემიური პერსონალი სამეცნიერო მიღწევებისთვის დააჯილდოვა
ოქტომბერი 15, 2026
08:00 PM
CIU-ის წარმომადგენლებმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენცია ECCES 2026-ში მიიღეს მონაწილეობა




