სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი
განათლება:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა: ინგლისური ფილოლოგია
- ლონდონის უნივერსიტეტი: Royal Holloway, მაგისტრატურა, სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები
აკადემიური ხარისხი:
- მეცნიერების დოქტორი ფილოლოგიაში
- მეცნიერების მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში
გამოცდილება:
სესილი გოგიბერიძეს ეკავა აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში. იყო საქართველოს მთავრობის წევრი, საქართველოს კულტურის მინისტრი. იგი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
სამეცნიერო ინტერესები:
სესილი გოგიბერიძეს აქვს ფართო სამეცნიერო ინტერესები. მისი კვლევის საგანია: ქართული ლიტერატურის ინგლისური თარგმანები, საერთაშორისო ურთიერთობები, ინტერკულტურული ურთიერთობები, კულტურული გლობალიზაცია.
მისი სადისერტაციო ნაშრომის თემაა „ვეფხისტყაოსნის ინგლისური თარგმანები“. ნაშრომში სესილი გოგიბერიძე იკვლევს „ვეფხისტყაოსნის“ ოთხ თარგმანს: მარჯორი უორდროპის, ვენერა ურუშაძის, რობერტ სტივენსონის და ქეთრინ ვივიენის. ამ ოთხი თარგმანის შედარებითი ანალიზის საფუძველზე იგი იკვლევს „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანის განვითარების პროცესს.
2024 წლის 14 აპრილს სესილი გოგიბერიძე დაჯილდოვდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ქართული ენის დაცვისა და განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2017 წლიდან მოღვაწეობის პერიოდში სესილი გოგიბერიძემ შეიტანა წვლილი უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტების ინტერნაციონალიზაციის და მეცნიერების პოპულარიზაციის საქმეში.
იგი არის CIU-ს სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორი და საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი.
შორენა ქურდაძე
სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
განათლება:
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა წარჩინებით, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
აკადემიური ხარისხი:
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი.
გამოცდილება:
შორენა ქურდაძეს აქვს 8 წელზე მეტი გამოცდილება საგრანტო პროექტების მენეჯმენტის და კვლევების ადმინისტრირების მიმართულებით. იგი არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. ასევე, შორენა არის "ჰორიზონტი ევროპის" ევროპის ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (სვეტი: ინოვაციური ევროპა) ეროვნული საკონტაქტო პირი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი - აკრედიტაციის ექსპერტი.
მას აკადემიური-სამეცნიერო საქმიანობის ფარგლებში მოზიდული აქვს არაერთი კვლევითი ან კვლევების განვითარებაზე ორიენტირებული გრანტი, მათ შორის: "ჰორიზონტი ევროპის" დაფინანსებული პროექტის "TIER2"-ის გრანტი "Establishing a Reproducibility Network in Georgia"; SRNSFG-ის ფუნდამენტური კვლევების გრანტი; გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის DAAD-ის გრანტი; SRNSFG-ის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების დაფინანსების გრანტი და სხვ. იგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში და გამოქვეყნებული აქვს სტატიები მაღალი რანგის საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში.
სამეცნიერო ინტერესები:
შორენა ქურდაძის სამეცნიერო ინტერესები ფოკუსირებულია საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით - კულტურული და გეოგრაფიული დისტანცია; ფორმალური ინსტიტუციური დისტანცია; მცირე და საშუალო საწარმოების საერთაშორისო სამეწარმეო ორიენტაცია და სხვ. მას დისერტაცია დაცული აქვს თემაზე: "პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოტივაციები და მათი გავლენა მიმღები ქვეყნის ეკონომიკაზე".
ლიკა ჩადუნელი
სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის სპეციალისტი
განათლება:
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა.
გამოცდილება:
ლიკა მუშაობდა სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტად ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალვრო და საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე. იგი აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში. არის ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. ლიკა მონაწილეობს უნივერსიტეტის ფინანსური და ადმინისტრაციული ანგარიშების მომზადების პროცესში.