კონფერენციები
-2021 წლის 1-ლი ოქტომბერი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და „დუბლინ სიტი უნივერსიტეტის“ (Dublin City University) ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია „ონლაინ დეზინფორმაციის რეგულირება: კომპარატიული პერსპექტივები“ ონლაინ ფორმატში გაიმართა. საერთაშორისო კონფერენციის პლენარულ სხდომაზე მონაწილეებმა ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ ონლაინ დეზინფორმაციით გამოწვეული პრობლემების რეგულირებისა და თვითრეგულირების ფორმებზე იმსჯელეს. მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გაიმართა ასევე საქართველოში ონლაინ დეზინფორმაციის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე. იხილეთ პროგრამა.
- მე-6 საერთაშორისო კონფერენცია - "სიმსივნის იმუნოთერაპია და იმუნომონიტორინგი" გაიმართა ქალაქ თბილისში, სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერიაში" 29 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით. ღონისძიება გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. გრანტის მიმღებია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თანამონაწილეა - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. კონფერენციას ასევე უმასპინძლა - დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა. კონფერენცია გაიხსნა 29 აპრილს 14.00 საათზე სასტუმრო“რედისონ ბლუ ივერიას“ საკონფერენციო დარბაზში. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საერთაშორისო და ლოკალური კომიტეტების თავმჯდომარეები.
„სიმსივნის იმუნოთერაპიის და იმუნომონიტორინგის“ (სითიმ) კონფერენცია არის მასშტაბური, მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიება. ის წარმოადგენს 10 წლიანი ტრადიციის გაგრძელებას და თბილისში წლევანდელი სამეცნიერო ფორუმი არის საიუბილეო მნიშვნელობის. „სითიმ კონფერენციის“ მუშაობაში მონაწიელობას იღებენ საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებსა და კვლევითი ცენტრებში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც წარმოადგენენ სიმსივნის იმუნოლოგიის, იმუნოთერაპიისა და იმუნომონიტორინგის ინოვაციური კვლევის შედეგებსა და თანამედროვე მიღწევებს. ღონისძიბაში მონაწილობს 130 უცხოელი სტუმარი ამერიკისა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
იხილეთ ღონისძიების პორტალი
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით 2019 წლის 1-5 აპრილს ქ. თბილისში ჩატარდა „მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენცია „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019“. უნივერსიტეტებთან ერთად სკოლა კონფერენციას 5 დღის განმავლობაში უმასპინძლეს პარნტიორმა ორგანიზაციებმა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC). უნივერსიტეტებთან ერთად სკოლა კონფერენციას 5 დღის განმავლობაში უმასპინძლეს პარნტიორმა ორგანიზაციებმა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC). იხილეთ ღონისძიების პორტალი და შრომების კრებული.
სტუდენტების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის რეალიზებისა და განვითარებისთვის უნივერსიტეტი ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას, რათა ერთი მხრივ, მოხდეს შიდა საუნივერსიტეტო ძალების განვითარება და მეორე მხრივ, გაღრმავდეს კსუ-ს ინტეგრაცია მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცესთან.
-2021 წლის 12-13 ივნისი, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-9 საერთაშორისო კონფერენცია. იხილეთ პროგრამა.
-2020 წლის 12 ნოემბერი, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-8 საერთაშორისო კონფერენცია; იხილეთ პროგრამა.
-2019 წლის 25 მაისი, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-7 საერთაშორისო კონფერენცია; იხილეთ პროგრამა.
-2018 წლის 15-19 ივნისი,შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენციაში - "ინოვაციური ტექნოლოგიები კლინიკურ იმუნოლოგიაში: იმუნოდიაგნოსტიკიდან პერსონალიზებულ დამიზნებით იმუნოთერაპიასა და იმუნორეაბილიტაციისკენ" კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თანამონაწილე და თანადამფინანსებელი ორგანიზაციის სტატუსით მონაწილეობდა. პროექტის დასკვნითი სესიები, სტუდენტების მონაწილეობით გამართული სამეცნიერო დებატები და ფინალური ტესტირება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა. 19 ივნისს, როგორც კსუ-ს, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით, ორი სამეცნიერო დებატი გაიმართა. იხილეთ პროგრამა.
-2018 წლის 27 მაისი, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-6 საერთაშორისო კონფერენცია; იხილეთ პროგრამა.
-2017 წელი - სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომთა კრებული სამართლის აქტუალური საკითხები; იხილეთ სამეცნიერო ნაშრომთა კრებული.
-2017 წელი - საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ მესამე საერთაშორისო კონფერენცია; იხილეთ პროგრამა;
-2017 წლის 20 მაისი - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-5 საერთაშორისო კონფერენცია; იხილეთ პროგრამა;
-2016 წლის - საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენცია; იხილეთ პროგრამა;
-2016 წლის 11-13 ნოემბერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება: სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები; იხილეთ პროგრამა;
-2016 წლის 14 მაისს - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-4 საერთაშორისო კონფერენცია; იხილეთ პროგრამა;
-2015 წლის - საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ პირველი საერთაშორისო კონფერენცია; იხილეთ პროგრამა;
-2015 წლის 2 მაისს - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-3 საერთაშორისო კონფერენცია; იხილეთ პროგრამა;
-2014 წლის 4 მაისს - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-2 საერთაშორისო კონფერენცია; იხილეთ პროგრამა;
-2013 წლის 27 აპრილი - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა 1-ლი საერთაშორისო კონფერენცია;
-2012 წლის 26 მაისი - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეორე ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია;
-2011 წლის 25 აპრილი - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა პირველი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია;