კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გრანტების მოზიდვა კვლევების დასაფინანსებლად წამყვანი ან თანამონაწილე ორგანიზაციის სტატუსით, რისთვისაც უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს უცხადებს სრულ მხარდაჭერას და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის მეშვეობით სთავაზობს მათ შემდეგი სახის მომსახურებას:
- ინდივიდუალური კონსულტირება საგრანტო აპლიკაციის მომზადების პროცესში (საპროექტი წინადადების მუხლების განხილვა, ბიუჯეტის და გეგმა-გრაფიკის შედგენა, რეგისტრაციის წესები და პროექტის ატვირთვა GMUS-ში; პარტნიორების და უცხოელი კონსულტანტების მოძიება; სხვა)
- შუამდგომლობა თანადაფინანსების გამოყოფის თაობაზე, საჭიროების შემთხვევაში.
- სხვა ნებისმიერი საკითხი, რაც წარმოიშვება პროექტის მომზადების პროცესში.
გიზიარებთ რუსთაველის ფონდის მიმდინარე საგრანტო კონკურსებს:
1. ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2024 წლის კონკურსი
კონკურსის მიზანი - ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს.
ელექტრონული რეგისტრაცია - 2024 წლის 1-ლი მარტიდან - 2 აპრილის 16:00 საათამდე
ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა - 2024 წლის 12 აპრილის 18:00 საათამდე;
საპროექტო განაცხადი ტიპი - ინსტიტუციური
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
კონკურსის მიზანი - ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას.
ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში - 11 მარტიდან 29 მარტის 18:00 სთ-მდე;
ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა - 5 აპრილის 18:00 სთ-მდე;
საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური
3. კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
კონკურსის მიზანი - კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა.
პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში - 2024 წლის 4 მარტი - 20 მარტი 18:00 საათამდე;
ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა - 2024 წლის 26 მარტი 18:00 საათამდე;
საპროექტო განაცხადი ტიპი - ინსტიტუციური