გამოიცა „სამეცნიერო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში” IJSS 2025 წლის მე-2 ნომერი

გამოიცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „სამეცნიერო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ IJSS-ის 2025 წლის მე-2 ნომერი.
ჟურნალი (E-ISSN 2720-8036) 2021 წლიდან გამოდის წელიწადში ორჯერ. ჟურნალი არის რეფერირებადი ქართულ-ინგლისურენოვანი გამოცემა ორმაგი ანონიმური რეცენზირებით და ღია წვდომით. ჟურნალი ინდექსირებულია ERIH PLUS - ის და Index Copernicus - ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში.
ჟურნალის მიზანია ხელი შეუწყოს აკადემიური კვლევებს ორიგინალური სტატიების გამოქვეყნებით.
გთავაზობთ გამოქვეყნებული სტატიების ჩამოთვალს:
- ლია კალინიკოვა მაგნუსონი, ხატია ხატიაშვილი, გვანცა ჭანტურია, კახაბერ კორძაია - საქართველოს უმაღლესი განათლების მდგრადი განვითარება: 'შეზღუდული შესაძლებლობების გზა'
- აბელ აბესაძე - ლიდერობის გენდერული გავლენის თავისებურებები ორგანიზაციული კულტურის ფორმირებაზე
- სოსო გაზდელიანი, ნინო ჭალაგანიძე - სამართლებრივი საკითხების რეპრეზენტაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სოციალურ რეკლამებში
- ირაკლი მანველიძე, ინეზა ზოიძე - სტრატეგიული მიგრაციის პოლიტიკა საქართველოში საბჭოთა ტოტალიტარიზმის დროს: სახელმწიფოს მიდგომები და განხორციელების პრაქტიკა
- თეა კასრაძე, ნათია ლაკია - სუბსიდიები ხელს უწყობენ ზრდას თუ იწვევენ დამოკიდებულებას? საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ემპირიული ანალიზი
- სოფიო ორმოცაძე - საქართველოსა და ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების მექანიზმის შედარებითი ანალიზი
- ლია ნახუცრიშვილი - საერთაშორისო და ეროვნული პროკურატურის როლი ICC-ის გადაწყვეტილებების აღსრულებაში
- ეკატერინე გულუა - ემიგრაციის ეკონომიკური შედეგები, გამოწვევები და შესაძლებლობები
- ნათია რეხვიაშვილი - იპოთეკა, როგორც ფიზიკური პირის სახელზე გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულების მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება
- ლელა ყურაშვილი - ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გავლენა პროექტების ციკლზე, ციფრული ტრანსფორმაცია და მდგრადობა მენეჯმენტში
- უჩა გოგიძე - დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოლოდინები ციფრულ სარეკლამო სექტორში: ჰარმონია თუ დისბალანსი
- ალექსანდრა-სტეფანია დინულესკუ - ენერგეტიკული და ეკონომიკური დიპლომატიის მრავალგანზომილებიანი გააზრება: კვლევა ურთიერთდამოკიდებულებისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლის შესახებ
- დავით ოსეფაშვილი - დეზინფორმაციის მექანიზმები ჰიბრიდულ კონფლიქტებში: რუსეთის საინფორმაციო ოპერაციები რუსეთ-უკრაინის ომსა და საქართველოს შემთხვევაში
- ვასილი ქარსელაძე - არატრადიციული სასაქონლო ნიშნების განსაზღვრა: ევროკავშირისა და აშშ-ის ჩარჩო საქართველოსა და მსგავსი იურისდიქციებისთვის
- ლევან კალატოზიშვილი - ხელოვნური ინტელექტი და გლობალური უსაფრთხოების კონცეპტუალური ჩარჩო
- ეკატერინე ფიფია - შპს-ის წილის მიმოქცევის შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები და ფორმები
გამოცემის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
სხვა სიახლეები
დეკემბერი 23, 2025
07:00 AM
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მაგისტრანტებმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვეს
დეკემბერი 19, 2025
12:00 PM
ფილმების ციკლის - „ქართული ფულის თავგადასავალი - 30 ამბავი“ - შიდა ჩვენება
დეკემბერი 18, 2025
12:00 PM
„კონფლიქტების გაშუქება“ - პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია