საგრანტო კონკურსის შედეგები - „აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინიციატივების წახალისება მეცნიერების პოპულარიზაციისთვის“

შეფასდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიეტეტის 2026 წლის საგრანტო კონკურსის - „აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინიციატივების წახალისება მეცნიერების პოპულარიზაციისთვის“ - მეორე კვარტლის შედეგები, რომელიც მიმდინარეობდა 2026 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისამდე. კონკურსზე შემოვიდა 3 განაცხადი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შეფასების საფუძველზე 18 ქულიანი მინიმალური ზღვარი გადალახა ორმა პროექტმა.
გამარჯვებული პროექტები:
პროექტის სათაური | ფაკულტეტი | შეფასების ქულა | პროექტის შიფრი |
|---|---|---|---|
| იდეოლოგიისა და დეზინფორმაციის როლი კონფლიქტების მოგვარების პროცესში | სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა | 23 | CIU-RP-125-26 |
| ლიტერატურული დეტექტივი: ანტიკური კოდები ქართულ და ინგლისურენოვან მწერლობაში | სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა | 21 | CIU-RP-156-26 |
კონკურსზე ასევე შემოტანილი იყო პროექტი:
პროექტის სათაური | ფაკულტეტი | შეფასების ქულა | პროექტის შიფრი |
|---|---|---|---|
ნარკოტიკით გამოწვეული ფსიქოზი როგორც შიზოფრენიის განვითარების რისკ-ფაქტორი მოზარდებში | მედიცინა | 17 | CIU-RP-134-26 |
სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი მადლობას უხდის აპლიკანტებს კონკურსში მონაწილეობისთვის და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!
სხვა სიახლეები
სექტემბერი 28, 2026
07:30 AM
ევროკომისიის ვებინარები Horizon Europe-ის პროგრამის ფარგლებში
სექტემბერი 04, 2026
12:00 PM
CIU-ს დოქტორანტმა 2026 წლის EAIE-ის დოქტორანტურის კვლევითი გრანტი მოიპოვა
აგვისტო 05, 2026
08:00 AM
სამეცნიერო კონფერენცია - „ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მდგრადობის გზით აღმავალი ბაზრების პოტენციალის წარმოჩენა“