ლიკა ლაგვილავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

11 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის საკონფერენციო დარბაზში სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ლიკა ლაგვილავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კიბერუსაფრთხოების გამოწვევები და მათი დაძლევის მექანიზმები“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ალიკა გუჩუა - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები: ვახტანგ მაისაია - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი; ვლადიმერ სვანაძე - საჯარო მმართველობის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლიკა ლაგვილავას პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.


