• dateმარტი 20, 2026
    time08:00 AM

    მარიამ მარღიას სადოქტორო დისერტაციის დაცვა

    banner

    20 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამაში გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მარიამ მარღიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „ახალგაზრდობის თემატიკა თანამედროვე ქართულ რეგიონულ ბეჭდურსა და სამაუწყებლო მედიაში (2020-2024 წლები)“. 

    სამეცნიერო ხელმძღვანელი: ციცინო ბუკია - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

    ოფიციალური რეცენზენტები: ნინო ჭალაგანიძე - ჟურნალისტიკის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი; ზაზა ცოტნიაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი მედიის მიმართულებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.

    ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარიამ მარღიას მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

    სხვა სიახლეები