• dateთებერვალი 11, 2026
    time01:00 PM

    ლიკა ლაგვილავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

    banner

    11 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის საკონფერენციო დარბაზში სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ლიკა ლაგვილავას  სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კიბერუსაფრთხოების გამოწვევები და  მათი დაძლევის მექანიზმები“.
    სამეცნიერო ხელმძღვანელი: ალიკა გუჩუა - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 

    ოფიციალური რეცენზენტები: ვახტანგ მაისაია - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი; ვლადიმერ სვანაძე -   საჯარო მმართველობის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.

    ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლიკა ლაგვილავას პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.