ლაშა შავაძის დისერტაციის დაცვა
1 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის აუდიტორიაში, გაიმართა პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ლაშა შავაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა თემაზე: „გლობალური პოლიტიკა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: თამარ კიკნაძე - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ოფიციალური რეცენზენტები: მაია კაპანაძე - ისტორიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მაია ყიფიანი - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. ოფიციალური ექსპერტები: ეპიფანე (ედიშერ) გვენეტაძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; სოსო/მალხაზ ვახტანგაშვილი - ისტორიის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლაშა შავაძეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური წოდება მიენიჭა.





