ბელგიის საზღვარგარეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის ყოველწლიური სამეცნიერო კონკურსი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ეხება ბელგიის საზღვარგარეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის (l’Académie
Royale des Sciences d’Outre-Mer (ARSOM)) ყოველწლიურ სამეცნიერო კონკურსს. კონკურსი ღიაა მეცნიერებისთვის მთელი მსოფლიოდან ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე. თითოეულ კატეგორიაში (კვლევის კითხვის შესაბამისად) გამარჯვებული ნაშრომი მიიღებს 2500 ევროს. კონკურსში მონაწილეობისთვის ნაშრომი უნდა იყოს სამეცნიერო, ორიგინალური და ახალი (მაქსიმუმ 5 წლის).
განსახილველად მიიღება სადოქტორო ან შესაბამისი დონის ნაშრომები. შესაძლებელია ნაშრომების წარმოდგენა ფრანგულ, ჰოლანდიურ, გერმანურ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე. ნაშრომი აკადემიის სამდივნოში უნდა მივიდეს შეკითხვის გამოქვეყნების წლიდან მომდევნო წლის 1 მარტამდე სამ ეგზემპლარად (ამობეჭდილი) და დამატებით, ერთი ელექტრონული ვერსია. კონკურსში მონაწილემ ნაშრომს თან უნდა დაურთოს ნაშრომის მოკლე აღწერილობა (1200 სიტყვა) და CV. გამარჯვებული ნაშრომები გამოვლინდება მაისში.
იხილეთ თანდართული დოკუმენტები.
სხვა სიახლეები
აპრილი 08, 2026
02:00 PM
ტრენინგი: როგორ მოვამზადოთ და გამოვაქვეყნოთ სტატიები SCOPUS და WoS ბაზებში
აპრილი 07, 2026
09:00 AM
„საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ აცხადებს სტატიების მიღებას 2026 წლის პირველი ნომრისთვის
მარტი 30, 2026
01:00 PM
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა