„პოლიტიკური კვლევების ლაბორატორია“ წარმოადგენს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შიდა სტრუქტურულ ერთეულს, რომლის მიზნებია უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერების განვითარების ხელშექწყობა, პოლიტიკის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება, საკანონმდებლო პრობლემების კვლევა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელი პროექტების შემუშავება/რეალიზება. აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, პოლიტიკური კვლევების ლაბორატორიის ამოცანებია კონფერენციების, სემინარების, დისკუსიების, ფორუმების, სასწავლო კურსებისა და სხვადასხვა სახის სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარება, მათში კი სტუდენტთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა. ამავე დროს, უცხოეთის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ ორგანიზებთან, ადგილობრივ და უცხოურ დონორებთან თანამშრომლობა და პოლიტიკის დარგში სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა (ელექტრონული ვერსია).
2017 წლის ივლისში ლაბორატორიის ხელმძღვანელი თამარ კიკნაძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია, სადაც დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობა საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმასთან - „კისინჯერ ესოშიეითი“ და მომზადდა ინტერვიუ მის მმართველ დირექტორ ტომ გრემთან (აშშ-ის პრეზიდენტის, უმცროსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მრჩეველი). ასევე ლაბორატორიის მიერ აქტიური თანამშრომლობა დაიგეგმა ვაშინგტონში მდებარე ჰოვარდის უნივერსიტეტთან. ვიზიტის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები კი ლაბორატორიის ხელმძღვანელმა რადიოში - „ამერიკის ხმა“, - შეაჯამა.
პოლიტიკური კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი - თამარ კიკნაძე.
E-mail: tamara_kiknadze@ciu.edu.ge tamara_kiknadze@yahoo.com